მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენა აქვს საავიაციო დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე? - კვლევა

კვლევა

ევროპაში მაღალი წნევების, დიაბეტისა და დემენციის ათასობით შემთხვევა, შესაძლოა საავიაციო დაბინძურებასთან იყოს დაკავშირებული - ამის შესახებ Transport & Environment ჯგუფის ახალ კვლევაშია საუბარი.

კვლევის თანახმად, ევროპის სრული მოსახლეობის 10% - 52 მილიონი ადამიანი - კონტინენტის 32 ყველაზე დატვირთული აეროპორტიდან 20 კმ-ის რადიუსში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა კიდევ უფრო მეტად ხვდება არეალში, სადაც საავიაციო დაბინძურება - თვითმფრინავთა ძრავის ულტრაწვრილი ნაწილაკები - ჰაერში ყველაზე დიდი კონცენტრაციითა. ზოგიერთი კვლევა კი ადასტურებს, რომ წვრილი ნაწილაკები რესპირატორული, კარდიოვასკულარული დაავადებებების, დიაბეტის და გართულებული ფეხმძიმობის რისკებს ზრდის.

T&E-მ შეისწავლა ავადმყოფობის ყველა დარეგისტრირებული შემთხვევა ამსტერდამში, შიპოლის აეროპორტის გარშემო მცხოვრებ ადამიანებში. აღმოჩნდა, რომ საავიაციო დაბინძურება, შესაძლოა, პასუხისმგებელი იყო მაღალი წნევის 280 000, დიაბეტის 330 000 და დემენციის 18 000 შემთხვევასთან ევროპის მასშტაბით.

აღსანიშნავია, რომ ჰაერის დაბინძურებაზე ულტრაწვრილი ნაწილაკების გავლენა ბოლომდე შესწავლილი არ არის. არსებული კვლევების უმრავლესობა PM2.5 ნაწილაკებით დაბინძურებაზე კონცენტრირდებიან, რომელთა დიამეტრიც 2.5 მიკრომეტრზე ნაკლებია. ულტრაწვრილი ნაწილაკების ზონა კი 0.1 მიკრომეტრს არ აღემატება და 1000-ჯერ უფრო მცირეა ზომაში, ვიდრე ადამიანის თმის ღერი - აღნიშნული კვლევები კი დაავადებული ადამიანების სისხლში, ტვინსა და პლაცენტაშია აღმოჩენილი, თუმცა დადასტურებული არ არის, რომ მათი გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე შესამჩნევია.

კვლევის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ულტრაწვრილი ნაწილაკების შესახებ საავიაციო რეგულაციები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პოლუტანტის შესხებ რისკები ჯერ კიდევ 15 წლის წინ განსაზღვრა.

ულტრაწვრილი ნაწილაკებით ჰაერს ყველაზე მეტად სწორედ საავიაციო ძრავები აზიანებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ მიმართ ყველაზე მოწყვლადი სწორედ აეროპორტების შემოგარენში მცხოვრები ადამიანები არიან. მაგალითად, აეროპორტიდან 5 კმ-ის რადიუსში ცხოვრება ნიშნავს, რომ საშუალოდ 3-დან 10-ათასამდე ულტრაწვრილი ნაწილაკით დაბინძურებულ ჰაერს ვსუნთქავთ - ჰაერის დაბინძურების დონე იგივეა, რაც ყველაზე დატვირთული ქალაქების ცენტრებში.

კვლევის თანახმად, პრობლემის გადაჭრის საშუალება უკეთესი საავიაციო საწვავის გამოყენებაა, რომელიც ულტრაწვრილი ნაწილაკების რაოდენობას 70%-მდე ამცირებს. გამოსავალია ფრენების რაოდენობის შემცირებაც და მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყნებაც, რაც, ასევე, პირდაპირ აისახებია საავიაციო ემისიებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები