მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გავლენას იქონიებს „ოფშორების კანონი“ ქვეყნის ეკონომიკაზე? – PMC კვლევითი ცენტრი

ცენტრი

PMC კვლევითი ცენტრის მიერ ეკონომისტების გამოკითხვის შედეგებით, კვლევაში ჩართული რესპონდენტების 55% „ოფშორების შესახებ“ მიღებული კანონის ეკონომიკაზე ზეგავლენას უარყოფითად ან ძალიან უარყოფითად აფასებს.

დღეს გამოქვეყნებული „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ მეორე კვარტალის პროგნოზებში აღნიშნულია, რომ საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „ოფშორების კანონი“ 2024 წლის II კვარტალში მიიღო, რომელიც ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს საგადასახადო შეღავათებს, იმ შემთხვევაში სთავაზობს, თუ საკუთარ აქტივებს ოფშორიდან საქართველოში გადმოიტანენ.

„ოფშორების კანონთან“ დაკავშირებით გამოკითხული ეკონომისტების აზრი მნიშვნელოვნად იყოფა. ნაწილი თვლის, რომ კანონს არანაირი გავლენა არ ექნება (38%), სხვებმა კი კანონი ნეგატიურად ან ძალიან ნეგატიურად შეაფასეს (55%)“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

ამასთან, გამოკითხული ეკონომისტებიდან, ვინც კანონი ნეგატიურად შეაფასა, უმეტესობა ფიქრობს, რომ კანონს ყველაზე ნეგატიური გავლენა საქართველოს ფინანსური სისტემის რეპუტაციაზე ექნება. გამოკითხვის ავტორებმა ეკონომისტებს ჰკითხეს - თუ ფიქრობთ, რომ „ოფშორების კანონს“ უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, შეაფასეთ მისი გავლენა თითოეულ ასპექტზე 1-დან (არ ექნება ეფექტი) 5-მდე (ძალიან ძლიერი ეფექტი), ასპექტებს შორის კი ფინანსურის სისტემის რეპუტაცია, ფულის გათეთრების გაზრდილი რისკები, საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლა, ქვეყნისთვის სანქციების დაწესების რისკი, ფინანსური სტაბილურობა, უცხოური ინვესტიციები, მარეგულირებელი გარემო იყო. პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები