მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა საფრთხეების წინაშე დგას ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში? - PMC-ის კვლევა

649aaf645becb
ვიქტორია მღებრიშვილი
27.06.23 23:30
740
"პიემსი" კვლევითი ცენტრმა II კვარტალში „საქართველოს ეკონომიკური კლიმატის“ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომელიც 2023 წლის მაისში ჩატარდა და მასში ქართველ ეკონომისტთა შეფასებებია წარმოდგენილი.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, 2023 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მიმდინარე ეკონომიკურ მდგომარეობას ქართველი ეკონომისტები დადებითად აფასებენ. მათი შეფასება როგორც 2023 წლის პირველი კვარტლის შეფასებასთან, ასევე, 2022 წლის მეორე კვარტლის შეფასებასთან შედარებითაა გაუმჯობესებული.

გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი საქართველოში მომდევნო ექვსი თვის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ უარყოფითია. მოლოდინი ოდნავ გაუარესდა იმ ნეგატიურ პროგნოზთან შედარებით, რომელიც ეკონომისტებს მომდევნო ექვსი თვის მიმართ 2023 წლის პირველ კვარტალში ჰქონდათ და საგრძნობლად გაუარესდა 2022 წლის მეორე კვარტლის დადებით პროგნოზთან შედარებით.

აღსანიშნია, რომ გამოკითხვის ფარგლებში ეკონომისტებმა საქართველოს ეკონომიკისთვის ამჟამად არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეები შეაფასებს.

შედეგების მიხედვით, რუსეთის ომი უკრაინაში საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულთა 47%-მა და მაღალ საფრთხედ 16%-მა შეაფასა. საერთო ჯამში, ექსპერტთა 63% ომს მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ მიიჩნევს.

ანალოგიურად, ეკონომიკის განვითარების საფრთხედ გამოკითხულთა 63%-მა უნარების შეუსაბამობა და ასევე, 63%-მა მუშახელის დეფიციტი როგორც მაღალი ან ძალიან მაღალი საფრთხე დაასახელა.
ცხოვრების ხარჯების ზრდით გამოწვეული პრობლემა საქართველოს ეკონომიკისთვის მაღალ ან ძალიან მაღალ საფრთხედ გამოკითხულ ეკონომისტთა ნახევარზე მეტის 58%-ის მიერ სახელდება.
რაც შეეხება გაცვლითი კურსის მერყეობას, გამოკითხული ეკონომისტების 42% ამ საფრთხეს ზომიერად მიიჩნევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები