მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა გაყიდა და რა იყიდა წელს საქართველომ რუსეთისგან

ვაჭრობა

საქსტატმა 2024 წლის პირველი კვარტალის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ექსპორტმა 1.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, რუსეთი თურქეთის შემდეგ საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა 619 მილიონი დოლარი იყო. მათ შორის საქართველოს ექსპორტი რუსეთში $161 მილიონს შეადგენდა (კლება 9%), ხოლო იმპორტი $458 მილიონი იყო (კლება წინა წელთან 7%).

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან რუსეთში შემდეგი დასახელების საქონელი გავიდა (ტოპ 5):

  1. ღვინოები - 65 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 71%;
  2. სპირტიანი სასმელები - 27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 107%;
  3. მინერალური და მტკნარი წყლები - 19 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 16%;
  4. გაზიანი შაქრიანი სასმელები - 13 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 30%;
  5. ციტრუსი - 7 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 250%.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონელი 2024 წლის პირველ სამ თვეში:

  1. ნავთობპროდუქტები - 137 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 19%;
  2. ბუნებრივი აირი - 91 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
  3. ფოლადის არმატურა - 18 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 96%;
  4. ხორბალი - 15 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 21%;
  5. მინის ბოთლები და ბოცები - 10.7 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 1%.