მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ღირებულების ტენდერები აქვთ მოგებული საზედამხედველო კომპანიებს, რომელთა საქმიანობასაც კონკურენციის სააგენტო სწავლობს

გზა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია სამშენებლო საზედამხედველო კომპანიების შესაძლო შეთანხმებული ქმედებების შესწავლის შესახებ.

საქმე შეეხება 2022-2025 წლებში 11 სამშენებლო ზედამხედველობის კომპანიის მიერ რეგიონებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებში ზედამხედველობის სერვისის მიწოდების სერვისს.

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ მოკვლევის დაწყების საფუძველი უკავშირდება ძირითადად რეგიონალური თვითმმართველი ერთეულების მიერ გამოცხადებულ ტენდერებს. კერძოდ, დაახლოებით 260-მდე ტენდერის მონიტორინგმა აჩვენა, რომ არის რიგი ტენდერები, სადაც მონაწილეობს მხოლოდ 1 ან 2 კომპანია. დიდი სიხშირით იგებს ერთი კომპანია, ძირითადად სატენდერო ფასით, რაც ლექვინაძის თქმით, მიუთითებს ტენდერებში კონკურენციის ნაკლებობაზე. სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, სწორედ ეს გარემოებები დაედო საფუძვლად ეჭვს, ხომ არ არის ამ კომპანიებს შორის შესაძლო გარიგებები, რომ მაგალითად გადადანაწილებული აქვთ სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ტენდერები და ამით ახდენენ მოგების მაქსიმიზაციას.

მოკვლევა შემდეგ კომპანიებს შეეხება:

  • შპს „ჯეოექსპერტი“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 134 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 66% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 26,547,618 ლარს შეადგენს.
  • შპს „ზაისი და კომპანია“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 130 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 67% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 7,589,500 ლარს შეადგენს.
  • შპს „საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 253 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 55% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 34,573,876 ლარს შეადგენს.
  • შპს „ინსპექტ-ასი“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 42 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 86% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 8,109,378 ლარს შეადგენს.
  • შპს „ოპტიმალ გრუპ+“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 161 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 73% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 46,912,786 ლარს შეადგენს.
  • შპს „ექსპერტ ჰაუსი“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 161 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 73% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 46,912,786 ლარს შეადგენს.
  • შპს „სქაისქეიფერი“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 72 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 24% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 2,036,803 ლარს შეადგენს.
  • შპს „თი აი ეი ჯი აუდიტესკორტი“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 128 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 45% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 18,696,818 ლარს შეადგენს.
  • შპს „ქრიზოლითი+“ - ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 58 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 66% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 14,078,901 ლარს შეადგენს.
  • შპს „მშენ-ექსპერტი+“- ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 49 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 71% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 2,642,718 ლარს შეადგენს.
  • შპს „მეგამშენი“- ტენდერის მონიტორის თანახმად, კომპანიას დაფუძნების შემდეგ 10 ტენდერში აქვს მიღებული, საიდანაც 40% აქვს მოგებული, მიღებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 1,387,632 ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები