„ნავთობისა და გაზის კორპორაცია” საქართველოში მოპოვებული და წილობრივი განაწილებით სახელმწიფოსთვის გადასაცემი ნავთობიდან, 10 000 ტონამდე ნედლ ნავთობს ყიდის. გასაყიდად გამოტანილი ნავთობიდან დაახლოებით 7 000 ტონა Georgian Light-ის ტიპის ნავთობია, 3 000 ტონა - Georgian Heavy-ის ტიპია. აუქციონის პირობებით, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის საბოლოო ღირებულება აშშ დოლარში გამოიანგარიშება.
ფასის გაანგარიშება S&P Global-ზე Urals CIF Med-სა და Dated Brent-ის ფასების გათვალისწინებით მოხდება.
ამჟამად Dated Brent-ის ფასი, რომლის მიხედვითაც გამოითვლება Georgian Light-ის ღირებულება, ბირჟაზე 73.5 დოლარის ფარგლებშია, Georgian Heavy -ის მარკისთვის Dated Brent-ის ფასი გამოიყენება, რომლის ფასი 13 ნოემბრისთვის 63.79 - 63.82 დოლარის დიაპაზონში იყო.
ფასი დადგინდება ხელშეკრულების გაფორმების დღეს და მის მომდევნო ორ დღეს S&P Global-ის მიერ გამოქვეყნებული Urals CIF Med – Georgian Heavy-ის და Dated Brent – Georgian Light-ისთვის დღიური საშუალო ფასების, საშუალო არითმეტიკულ მნიშვნელობას გამოკლებული აუქციონით დადგენილი დისკაუნტის მიხედვით.
რაც შეეხება ფასდაკლებას, აუქციონის მონაწილეებს შორის ვაჭრობა გაიმართება კორპორაციის მიერ წარმოდგენილი დისკაუნტის 5.30 აშშ დოლარის მიმართ სავაჭრო 0,20 დოლარის ბიჯით შემცირებით. თუმცა თუ მიწოდება FCA (Incoterms 2010) პირობით განხორციელდება, აუქციონზე ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულ დისკაუნტს გამოაკლდება 1.84 აშშ დოლარი ფასდაკლება ერთ ბარელ ნავთობზე, შესაბამისად, მიღებული ოდენობა იქნება ერთი ბარელი ნავთობის გასაყიდი ფასი.
აუქციონი 26 ნოემბერს გაიმართება.