მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს 3-, 4-, 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ნომრები საქართველოში? - აპრილის მონაცემები

609428aa2017f
თამთა ჯიჯავაძე
06.05.21 23:50
1117
2021 წლის აპრილში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 133 ლარი შეადგინა, ხოლო 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა - 225 ლარი. საოჯახო ტიპის სასტუმროების საშუალო ფასი კი აპრილში 77 ლარი იყო. ამის შესახებ PMCG-ის მიერ მომზადებულ ტურიზმის აპრილის მიმოხილვაშია აღნიშნული.

მიმოხილვის მიხედვით, 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აპრილში 380 ლარი შეადგინა. რეგიონების მიხედვით კი, გურიაში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 606 ლარი შეადგინა, თბილისში - 512 ლარი, კახეთში - 425 ლარი, ხოლო აჭარაში - 329 ლარი.

PMCG-ის მიმოხილვაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სასტუმროების ფასების ინდექსი 2021 წლის აპრილში, 2021 წლის მარტთან შედარებით, 3.8%-ით გაიზარდა, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი გაიზარდა 6.0%-ით, საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები კი 1.0%-ით შემცირდა.

ხოლო 2019 წლის აპრილთან შედარებით, წელს სასტუმროების ფასების ინდექსი 2.3%-ითაა შემცირებული, მათ შორის 3, 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი 3.0%-ით შემცირდა, ხოლო საოჯახო ტიპის სასტუმროების ფასები 2.5%-ით შემცირდა.

PMCG-ის მიერ მიმოხილური შედეგები მიღებულია საქართველოს 10 რეგიონში და თბილისში 3*, 4*, 5* და საოჯახო ტიპის სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების ფასებზე დაკვირვების შედეგად. სასტუმროების შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. ანალიზი მოიცავს booking.com-ზე დარეგისტრირებულ, საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებულ 3*, 4*, 5* სასტუმროების 71%-ს (312 ობიექტი) და საოჯახო ტიპის სასტუმროების 25%-ს (456 ობიექტი). 3*, 4* და 5* სასტუმროების ფასებზე მონაცემების მიღება ხდება სასტუმროებთან დაკავშირების საფუძველზე, ხოლო საოჯახო სასტუმროების ფასებზე ინფორმაციის წყარო booking.com-ია. საშუალო ფასები გამოითვლება სასტუმროების სტანდარტული ორ ადგილიანი ნომრების დღიური განაკვეთების საშუალო არითმეტიკულის გამოანგარიშებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები