მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ღირს ფოთიდან კონსტანცამდე ბორნით მგზავრობა და გადაზიდვები?

649d9bf8b2c48
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.23 19:30
12472
საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლა 27 ივნისიდან დაიწყო. კონსტანცასა და ფოთის ნავსადგურებს კომპანია E60 Shipping Line-ის სწრაფმავალი ბორანი Vilnius-ი დააკავშირებს. სატვირთო-სამგზავრო ტიპის 190-მეტრიან ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს. აღნიშნულ მარშრუტზე თავდაპირველად 1 რეისი შესრულდება, თუმცა მას შემდეგ, რაც კომპანია მარშრუტის შესასრულებელ დროს 48-დან 40 საათამდე შეამცირებს, რეისების რაოდენობა გაიზრდება.

BM.GE-ი დაინტერესდა რა ღირს ახალი საბორნე მარშრუტით ევროპის მიმართულებით და პირიქით ტვირთის გადაზიდვა და ასევე მგზავრობა. კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით რუმინეთიდან საქართველოს მიმართულებით და საქართველო-რუმინეთის მიმართულებით გადაზიდვები განსხვავებული ღირებულების არის და სატრანსპორტო საშუალებების ტიპების მიხედვით განისაზღვრება:



ამასთან, თუ აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებებს ტვირთი გადააქვთ, რომელიც „სახიფათო ტვირთის“ კატეგორიაში გადის, ზემოთ აღნიშნულ ტარიფები 1.5 კოეფიციენტზე მრავლდება. აღსანიშნია, ისიც რომ ტარიფები ჩატვირთვის და გადმოტვირთვის საფასურს მოიცავს.

რაც შეეხება სამგზავრო გადაყვანებს, ტარიფში შესულია ერთი ადამიანისთვის ადგილი სტანდარტულ ნომერში და სამჯერადი კვება და მგზავრის გადაყვანის საფასური ზრდასრულის შემთხვევაში 200 ევროთი; 6-დან 12 წლამდე ბავშვის შემთხვევაში 80 ევროთი განისაზვრება; 6 წლამდე ბავშვისთვის კი უფასოა.

ფასების იცვლება ნომრების კატეგორიის მიხედვით, ლუქს ნომრებისთვის დამატებითი გადასახადი - 2 კაციანი ლუქსი 1 საწოლით - 200 ევროა; 4 კაციანი ლუსი 1 ორკაციანი საწოლით და 1 ორსართულიანი საწოლით კი 300 ევრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები