მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ითქვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ - განცხადებები

სს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა, სადაც საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხებოდა.

განცხადებები გაკეთდა ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებმაც "ქართული ოცნების" რეჟიმი დაგმეს და ევროკავშირის ქვეყნებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდეს.

მათი მხრიდან გაკეთდა განცხადებები, რომ სანქციები უნდა დაწესდეს ხელისუფლებაში იმ პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ადამიანების უკანონო დაკავებებთან.

ერიკ-ნილს კროსი: ჩემი კითხვაა - კიდევ რა უნდა მოხდეს საქართველოში, სანამ რეალურად ჩავერთვებით და რამეს გავაკეთებთ? მინდა, გთხოვოთ, მოვლენებს სწორი სახელი დაარქვათ. ეს “დემოკრატიული უკუსვლა” არ არის, ეს არის რუსული სტილის, რუსეთის მიერ მართული და რუსეთის დახმარებით საქართველოს დაპყრობა.

ქართველი ხალხი 200 დღეზე მეტია მშვიდობიანად მართავს დემონსტრაციებს ევროპული დროშების ქვეშ. არც ერთი მათი მოთხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული და ჩვენ რა გავაკეთეთ?

ბიძინა ივანიშვილი და მისი ე.წ. მთავრობა საქართველოს 180 გრადუსით საპირისპირო მიმართულებით მიათრევენ დემოკრატიიდან დიქტატურისკენ… მხოლოდ ამ კვირას 7 ოპოზიციის ლიდერი იქნა დაპატიმრებული და მათ წინააღმდეგ განაჩენები იქნა გამოტანილი. აეკრძალათ პოლიტიკური აქტივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლიათ.

ახლა თუ არ მოვახდენთ რეაგირებას, თანამონაწილეები ვიქნებით. სიჩუმე ნეიტრალიტეტი აღარაა, სიჩუმე ღალატია. ასე რომ, დაუყოვნებლივ მიზნობრივ სანქციებს მოვითხოვთ “ქართული ოცნების” ყველა ოფიციალური პირის წინააღმდეგ - მინისტრების, პარლამენტარების, მოსამართლეებისა, პოლიციის და მათი ხელშემწყობებისა და ოჯახების წინააღმდეგ. ღირსეულ საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს მოვუწოდებთ, რომ თანამდებობები დატოვონ და ხალხს შეუერთდნენ”, - განაცხადა კროსმა.

ოლექსი გონჩარენკო: “გუშინ აქ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მივიღეთ, რომელიც სიტყვით გამოვიდა, მაგრამ მანამდე მან შეთანხმებას მოაწერა ხელი სპეციალური ტრიბუნალის შესახებ. ნამდვილად ისტორიული მომენტი - ტრიბუნალი აგრესიისთვის. წევრი სახელმწიფოებიდან ექვსი ქვეყანაა, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ შეთანხმებას და ამ ექსი ქვეყნიდან ერთ-ერთი საქართველოა. საქართველო თავად არის რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. კითხვაა - რეალურად ვისზე მუშაობს საქართველოს მთავრობა? როდესაც ისინი ოპოზიციონერ ლიდერებს აპატიმრებენ, ეს ქართველი ხალხის ხმა არ არის, ეს კრემლის ჩურჩულია.

კი, ბრალის ნაწილი ყველა ჩვენგანზეა. 2008 წელს მომენტი იყო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატოს კართან იდგნენ და ნატომ თქვა: “კი, შემოგიშვებთ, მაგრამ არ ვიცით როდის”. ბევრმა ხალხმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. პუტინმა ცხადად გაიგო. და 2008 წლიდან მან დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი, მერე უკრაინის წინააღმდეგ. რაც შეგვიძლია ყველაფერი უნდა ვქნათ მოსკოვისგან საქართველოს გადასარჩენად, საქართველოს ქართველი ხალხისთვის დასაბრუნებლად. საქართველოს გაუმარჯოს,” - განაცხადა გონჩარენკომ.

პერან მუნი: რეალურად, ექვსი ოპოზიციონერი ლიდერი დააპატიმრეს, ბოლო რამდენიმე კვირაში. როდესაც ზურაბ ჯაფარიძე ხელბორკილებით მიჰყავდათ, მან თქვა: “ბოლოს ჩვენ გავიმარჯვებთ”. ეს იმ კაცის სულისკვეთებაა, რომელსაც თავისუფლების სწამს, მაშინაც კი, როდესაც მას ძალით აჩუმებდნენ. ეს იმ კაცის ხმაა, რომელსაც უნდა მოუსმინონ ამ დარბაზში და მთელს ევროპაში და ეს დაპატიმრებები, როგორც “ცალკეულები” ვეღარ აღიწერება. პოლიტპატიმრების სიას უნდა დავუმატოთ ნიკა გვარამია, მესამე დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერი. გასული კვირის ოთხშაბათს, ლონდონში ბადრი ჯაფარიძეს შევხვდი, ოპოზიციური პარტია “ლელოს” ლიდერს, რომელმაც მიღებული კანონები ამიხსნა, რომელთა მიზანია, მედიის თავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების შეზღუდვა. ჯაფარიძემ მითხრა, რომ ისიც თბილისში ბრუნდებოდა, სადაც მის წინააღმდეგ, მისი აზრით, მცირე ბრალდება იყო უსამართლო სასამართლოსგან, რომლისგანაც ჯარიმას ელოდა.

ამის ნაცვლად, მიმდინარე კვირის ორშაბათს, ბადრი ჯაფარიძეს “ლელოს” პარტიის თანალიდერ მამუკა ხაზარაძესთან ერთად 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და 2 წლით აუკრძალეს საჯარო თანამდებობის დაკავება. ეს უბრალოდ ოპოზიციონერები არ არიან, ესენი საქართველოს დემოკრატიული მისწრაფებებისა და ორგანიზებული ავტორიტარიზმისთვის წინააღმდეგობის სიმბოლოები არიან.

მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ დრო სწრაფად იწურება და ახლავე უნდა ვიმოქმედოთ”, - განაცხადა მუნმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები