მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო პარაპლანით ფრენების ბიზნესისთვის? - კანონი

648b0b23af450
მარიამ ვარადაშვილი
16.06.23 11:05
488
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც პარაპლანით ფრენის რეგულირებას გულისხმობს. ცვლილება შევიდა "საქართველოს საჰაერო კოდექსში" შედის.

კანონის მიხედვით, პარაპლანით კომერციული ფრენა შესაძლებელი მხოლოდ საფრენად ვარგის ლოკაციაზე და გამოყოფილ საფრენ არეალში. საფრენად დაიშვებიან მხოლოდ ის მფრინავები, რომელთაც თეორიული და პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საფუძველზე მინიჭებული ფრენის შესაბამისი კომპეტენცია და ლიცენზია ქნებათ. ოპერატორები ვალდებულნი იქნებიან დაიცვან პარაპლანით ფრენის წარმოების წესები, ზედამხედველობა გაუწიონ ფრენების წარმოებას იმ საფრენ ლოკაციაზე, რომელზეც სერტიფიკატი აქვთ.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ნოემბერში მთავრობის დადგენილებით პარაპლანით ფრენა კანონის მიღებამდე აკრძალა. კანონით ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი შეამოწმებს.

მსგავსი სტატუსის მისანიჭებლად კომპანიას/ორგანიზაციას შემდეგ კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს:

გააჩნია პარაგლაიდინგის სფეროში მოღვაწეობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის, ამავე სფეროში მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა;
საზოგადოების ორგანოს წევრია არანაკლებ 50 პირი;
გააჩნია პარაპლანის ვარგისობის შემოწმებისთვის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და სათანადო პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებით აწარმოებს შესაბამის რეესტრს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

ამ კომპანიის/ორგანიზაციის ზედამხედველი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო იქნება. ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს და ის პირველი მოსმენით პარლამენტი გუშინ უკვე მიიღო.

კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

პარაპლანით ფრენების მარეგულირებელი კანონმდებლობა დამტკიცდა და უსაფრთხო ფრენებისთვის საჰაერო სივრცე გუდაურის ტერიტორიაზე გამოიყო

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები