2023 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ვიზიტების უმრავლესობა, 48.1%, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2%-ს შეადგენდა.
საქსტატის ცნობით, 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4%) განხორციელდა საყიდლების მიზნით.
ვიზიტების მიზნებში მეორე ადგილს იკავებს მეგობრების/ნათესავების მონახულება, მას მოსდევს დასვენება, გართობა, რეკრეაცია, პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობა, მკურნალობა, გაჯანსაღება და ა.შ.
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი. მათ მოსდევს ვიზიტები რუსეთში, ევროკავშირის წევრი ქვეყნები, სხვა ქვეყნები და ბოლოს აზერბაიჯანი.