მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში გაზის მოხმარებამ 2.02 მილიარდი მ3 შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. გასული წლის შესაბამის პერიოდში მოხმარება დაახლოებით 1.6 მილიარდი მ3 იყო. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 418 მლნ მ3 ბუნებრივი გაზი თბოსადგურებმა მოიხმარეს.
საანგარიშო პერიოდში ქვეყნის შიდა წარმოება თითქმის 11 მლნ კუბური მეტრი იყო.




























