საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2024 წლის იანვარ-აგვისტოს ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. დოკუმენტაციის თანახმად, მიმდინარე წლის 8 თვეში საბანკო სექტორმა წმინდა მოგების სახით 2.02 მილიარდი ლარი გამოიმუშავა. მათ შორის მოგებით პირველ ადგილზეა საქართველოს ბანკი, რომლის მოგებამაც 994 მილიონი ლარი შეადგინა, მეორე პოზიციაზეა თბილისი ბანკი, მესამეზე კი ლიბერთი.
17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზე იმყოფება, მათ შორის ყველაზე მსხვილ 7 მილიონიან ზარალზეა "სილქ ბანკი", 3.4 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", "ჰეშბანკს" კი 2.6 მილიონი ლარის ზარალი.
2024 წლის იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით, ქართული ბანკების მოგების მაჩვენებლები ასეთია:
# | კომერციული ბანკი | მოგება 2024 წლის 8 თვეში (ლარებში) |
1 | საქართველოს ბანკი | 993,820,000 |
2 | თი–ბი–სი ბანკი | 781,206,000 |
3 | ლიბერთი ბანკი | 75,705,000 |
4 | ბაზის ბანკი | 49,241,000 |
5 | კრედო ბანკი | 39,010,000 |
6 | ქართუ ბანკი | 26,795,000 |
7 | პროკრედიტ ბანკი | 22,582,000 |
8 | ტერა ბანკი | 19,750,000 |
9 | ხალიკ ბანკი | 12,828,000 |
10 | იშ ბანკ | 10,508,000 |
11 | პაშაბანკი | 5,647,000 |
12 | ზირაათ ბანკი | 3,974,000 |
13 | პეივბანკი | -218,000 |
14 | პეისერა | -943,000 |
15 | ჰეშბანკი | -2,566,000 |
16 | ვი–თი–ბი ბანკი | -3,446,000 |
17 | სილქ ბანკი | -7,060,000 |