მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა მოცულობის ფულადი გზავნილები შემოვიდა რუსეთიდან?

მოსკოვი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 301.1 მლნ დოლარი (782 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 1.6%-ით (5 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ივლისის მაჩვენებელზე.

ფულადი გზავნილები შემცირებულია წინა თვესთან შედარებითაც, რადგან 2023 წლის ივლისში ქვეყანაში გზავნილების სახით 353 მლნ დოლარი შემოვიდა. შესაბამისად, გზავნილები თითქმის 15%-ით არის შემცირებული.

7 თვის მონაცემებით კი საქართველოში ჯამში 2.6 მლრდ დოლარის გადმორიცხვა მოხდა და აქედან რუსეთიდან გზავნილები 1.2 მილიარდს შეადგენს, ანუ მთლიანი გზავნილების თითქმის ნახევარი რუსეთზე მოდის.

ივლისშიც ფულადი გზავნილების ყველაზე დიდი მოცულობა კვლავ რუსეთიდან გადმოირიცხა და მისმა მოცულობამ 73.8 მლნ დოლარი შეადგინა. მეორე ადგილზეა იტალია - 45.3 მლნ დოლარი, მესამეზე აშშ-ი  -  40 მლნ დოლარის გზავნილით. ხუთეულში შედის საბერძნეთი (21.6 მლნ) და გერმანია - 20.5 მლნ. 

2023 წლის ივნისთან შედარებით ივლისში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 55 მლნ დოლარით არის შემცირებული. 

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ფულადი გზავნილები გადმოირიცხა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანამ ფულადი გზავნილების სახით 4.4 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც ისტორიული მაქსიმუმია და 2021 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულ მაჩვენებელი იყო.

ქვეყნებს შორის ლიდერი რუსეთი იყო, საიდანაც გადმორიცხვები წლიურ ჭრილში 5-ჯერ გაიზარდა. 2022 წელს რუსეთიდან 2 მილიარდ დოლარზე მეტი გადმოირიცხა, რაც მთლიანი გზავნილების 47%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები