2023 წლის II კვარტალში სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების სარეკლამო შემოსავალმა 23.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 22.4%-ით [დაახლოებით 4.2 მილიონი ლარით] მეტია.
ტელევიზიების შემთხვევაში, 2023 წლის მეორე კვარტალში კომერციული რეკლამიდან მიღებული თანხა 21.4 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წლის იმავე პერიოდს 3.9 მილიონი ლარით აღემატება.
მეორე კვარტალშიც ტრადიციულად ყველაზე მეტი სარეკლამო შემოსავალი "ტელეიმედმა" მიიღო - 8.2 მლნ ლარი. მეორე ადგილზეა მედია ჰოლდინგი [ბრენდული სახელი "რუსთავი 2"] 3.5 მლნ ლარით, მესამე ადგილს "მთავარი არხი" იკავებს 2 მლნ ლარით, შემდეგ არის "პოსტვ" 1.6 მლნ ლარით, მეხუთეზე - "ფორმულა" 1.4 მლნ ლარით, ხოლო მეექვსე ადგილს 1.4 მლნ ლარით ტელეკომპანია "პირველი" იკავებს.