პარლამენტმა "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაითვალისწინა. ვეტოს დაძლევას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე პროცედურაა დარჩენილი:
- პრეზიდენტს ხუთი დღე აქვს დოკუმენტის ხელმოსაწერად.
- თუკი ამ ვადაში მან კანონს ხელი არ მოაწერა, კიდევ ხუთი დღის ვადაში, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე, რის შემდეგაც კანონი ამოქმედდება.
40 დღეზე მეტია საქართველოში „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.
3 აპრილს „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა.




























