მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ქონება გაყიდა მთავრობამ წელს ყველაზე ძვირად? - რეიტინგი

644630cb95126
შოთა ტყეშელაშვილი
24.04.23 12:10
947
2023 წლის პირველ კვარტალში სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 46.3 მილიონი ლარის სახელმწიფო ქონების რეალიზაცია მოახდინა. BMG-სთვის მოწოდებული ინფორმაციით, აქედან ცენტრალურ ბიუჯეტში 29.5 მილიონი ლარი მიიმართა, რაც გეგმით გათვალისწინებულზე 1.5 მილიონით მეტი იყო. სულ სააგენტომ პერიოდის განმავლობაში 667 აუქციონი გამოაცხადა.

რეალიზებულ ქონებას შორის პირველ ადგილზე თბილისში ფერაძის ქუჩაზე მდებარე 6,200 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი იყო, რომელიც 5.6 მილიონ ლარად გაიყიდა. ეს ობიექტის საწყის ფასს 1.3 მილიონი ლარით აღემატებოდა.

2023 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირად რეალიზებული ქონების ჩამონათვალი ასეთია:

1. თბილისში, გრიგოლ ფერაძის ქუჩა N4ა-ში მდებარე 6232.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 5,580,000 ლარი, მყიდველი სს ჩაჩავას კლინიკა;
2. რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული 130241.00 კვ.მ. და 26436.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები - 3,145,000 ლარი, მყიდველი შპს ჯეოსთილი;
3. თბილისში, დიდ დიღომში, III მიკრო/რაიონში, N26კორპუსის მიმდებარედ არსებული 3179.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (მშენებარე) შენობა-ნაგებობა - 2,005,000 ლარი, მყიდველი ფიზიკური პირი გივი შავერდაშვილი;
4. თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 3570.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 1,987,000 ლარი, მყიდველი შპს გიო 2010;
5. თბილისში, ევროპის ჩიხი N2-ში მდებარე 11672.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1,917,000 ლარი, მყიდველი შპს ჯი-თი გრუპ;
6. თბილისში, მარატ ნოზაძის ქუჩა N37-ში მდებარე 2545.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - 1,505,000 ლარი, მყიდველი ფიზიკური პირი დავითი ჯიმშელაძე;
7. თბილისში, მოსკოვის გამზირის N25-ის მიმდებარედ არსებული 6357.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1- N3 შენობა-ნაგებობები - 1,110,000 ლარი, მყიდველი შპს Geovoice;
8. რუსთავში, დავით გარეჯის მიმდებარედ არსებული 53222.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობა - 1,070,000 ლარი, მყიდველი შპს ჯეოსთილი;
9. თბილისში, ლიბანის II ჩიხის მიმდებარედ არსებული 3529.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1,057,000 ლარი, მყიდველი შპს ენსო;
10. თბილისში, ჭირნახულის ქუჩა N16-ში (ნაკვეთი 03/022) მდებარე 11408.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 1,032,500 ლარი, მყიდველი შპს ფრანკო.

“სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების პრივატიზების პარალელურად ახორციელებს სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების გაყიდვას აუქციონის წესით. ამ მიმართულებით ჯამში გამოცხადებული იყო 9147 აუქციონი, შედეგად გეგმით გათვალისწინებული 1 875 000 ლარის ნაცვლად, სააგენტომ 2 965 647 ლარის ღირებულების მოძრავი ქონების რეალიზაცია მოახდინა,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2023 წლის განმავლობაში პრივატიზაციის გეგმა 300 მილიონი ლარით არის განსაზღვრული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები