მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა ქონებას ფლობს MTA-ს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე - ქონებრივი დეკლარაცია

ირაკლი ბურჭულაძე

მთის ტრასების სააგენტოს - "ემ თი ეის" გენერალურმა დირექტორმა, რომელიც კურორტებზე სათხილამურო ტრასების ოპერირებაზე არის პასუხისმგებელი ქონებრივი დეკლარაცია შეავსო. ბურჭულაძე ამ თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს. დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს ბურჭულაძემ ამ პოსტზე გასულ წელს ანაზღაურების სახით 131 ათასი ლარი მიიღო. ამასთან, ბურჭულაძე ფლობს 50%-ის წილს მისო B კრედიტში. ფინანსური ანგარიშის თანახმად, მისო-ს შემოსავალი გასულ წელს 787 ათასი ლარი, წმინდა მოგება კი 161 ათასი ლარი იყო. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის აქტივები 4.7 მილიონი ლარია.

რაც შეეხება სხვა აქტივებს, ირაკლი ბურჭულაძე დეკლარაციაში შემდეგ უძრავ ქონებას უთითებს:

  • თბილისი, ზურა ავალიშვილის ქუჩა N8 — მეუღლე ნინო ახვლედიანის საკუთრებაში არსებული 34 კვადრატული მეტრის ბინა, შეძენილი 2017 წლის 19 ივნისს, 29 000 აშშ დოლარად;
  • ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N19 — ბურჭულაძის საკუთრებაში არსებული 86.3 კვ.მ ბინა, შეძენილი 2015 წელს 150 000 ლარად;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაიშაურები, 39.1 კვ.მ ფართობი, შეძენილი 2015 წელს 75 000 ლარად;
  • დუშეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი კაიშაურები,46.7 კვ.მ ფართობი, შეძენილი 2024 წელს 45 000 დოლარად;
  • თბილისი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N46ბ — სამი ერთნაირი ავტოფარეხი, თითოეული შეძენილი 2021 წლის 27 აპრილს, თითო 12 500 დოლარად (საერთო ჯამში 37 500 დოლარი);
  • ტაბახმელა — 17 კვ.მ მიწის ნაკვეთი, შეძენილი 2020 წლის დეკემბერში, 3 000 ლარად;
  • თბილისი, მერაბ კოსტავას ქუჩა N46 — 133.7 კვ.მ ბინა, რომელიც ბურჭულაძემ მიიღო 2003 წელს, ჩუქების საფუძველზე.

ამ მონაცემებით, ბურჭულაძის ოჯახი ფლობს სულ მინიმუმ 7 საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ობიექტს, საერთო ჯამური ღირებულებით რამდენიმე ასეული ათასი დოლარის ტოლფასად.

ირაკლი ბურჭულაძის დეკლარაციაში მითითებულია ორი მსუბუქი ავტომობილი:

  • KIA Carnival, შეძენილი 2021 წლის 15 ნოემბერს, 28 000 ევროდ;
  • Porsche Cayenne, შეძენილი 2024 წლის 20 მაისს, 50 000 ევროდ.

დეკლარაციითვე ირკვევა, რომ მან 2024 წლის სექტემბერში გაყიდა სხვა ავტომობილი 25 000 ევროდ, რაც ანგარიშგებაში დამატებით შემოსავალად ფიქსირდება.

სამეწარმეო საქმიანობა მრავალწლიანი გამოცდილება და პარტნიორობა უცხოელ ინვესტორებთან

ირაკლი ბურჭულაძე მონაწილეობს სამ სხვადასხვა კომპანიაში, სხვადასხვა წილით:

  1. შპს „აი ჯეი აი იმპორტერს“ — 35%-იანი წილი (დაფუძნებულია 2015 წელს, არ ოპერირებს);
  2. შპს „მისო B კრედიტი“ — 50%-იანი წილი, დაფუძნებული 2009 წელს;
  3. შპს „რენტექს კაპიტალი“ — 50%-იანი წილი, რომელიც დივიდენდის სახით 2024 წელს 37 361 ლარის შემოსავალს აფიქსირებს.
  4. მეუღლე ნინო ახვლედიანი - "ალპაჟ კაუკასუსის" დირექტორია და 60%-ის მფლობელია, მისი ანაზღაურება ამ კომპანიიდან 106,143 ლარი იყო.

ამასთან, ირაკლი ბურჭულაძე დეკლარაციაში 18,240 ლარის საიჯარო შემოსავალს უთითებს.

"ზამთრის კურორტების მთავარი გამოწვევა უთოვლობაა" - MTA-ის დირექტორი მთის ბიზნესის ბრალდებებს პასუხობს

"ვერაფერს დაგიდასტურებთ" - ირაკლი ბურჭულაძის თქმით, საპენსიო ფონდში არ გადასულა და MTA-ში რჩება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები