ზვიად ხარაზიშვილმა, რომელიც აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მიერ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ძირისგამომთხრელი საქმიანობისთვის გასული წლის 19 სექტემბერს დასანქცირდა თანამდებობა დატოვა.
ხარაზიშვილი ასევე სანქცირებულია დაუწესა იგივე მოტივით 2024 წლის დეკემბერში დიდმა ბრიტანეთმაც.
bm.ge დაინტერესდა, რა ქონებით მიდის პოსტიდან მაღალჩინოსანი, რომელიც "ოცნებამ" სანქცირების შემდეგ ღირსების ორდერით დააჯილდოვა.
გამომდინარე იქიდან, რომ ანტიკორუფციულ სამსახურს დეკლარაციებზე წვდომა გასული წლის ნოემბრის ბოლოდან შეზღუდული აქვს და მიზეზად ტექნიკურ ხარვეზს ასახელებს და ამასთან bm.ge-ის არა ერთი მიმართვის მიუხედავად არ გვაძლევენ დეკლარაციებს არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წესით მოთხოვნილ ინფორმაციაზე, გთავაზობთ გასულ წელს შევსებულ დეკლარაციას.
საქმე ის არის, რომ სანამ დეკლარაციები საჯაროდ იყო ხელმისაწვდომი, არასამთავრობო ორგანიზაციამ IDFI-მ მოამზადა თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ბაზა, სადაც თავმოყრილია 2017-2024 წლების (პორტალზე წვდომის სრულად შეზღუდვამდე) თანამდებობის პირთა მიერ შევსებულ დეკლარაციები.
დეკლარაცია
ზვიად ხარაზიშვილს დეკლარაციაში მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს შეყვანილი.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ფლობს, ორი "რეფორმის გზით" (პრივატიზაციით) მიღებულ მიწის ნაკვეთს ქარელში და ერთ 2010 წელს შეძენილ 1000 კვ.მ მიწას გლდანში, რომელშიც 3 000 აშშ დოლარი გადაიხადა. მასვე ეკუთვნის 15 000 დოლარად 2005 წელს შეძენილი ბინა.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ბარათზე დეკლარაციის შევსების მომენტისთვის ხარაზიშვილს ჰქონდა 5 443 ლარი. გარდა სახელფასო ბარათისა სხვა ანგარიში დეკლარაციის მიხედვით "ხარებას" არ აქვს.
ამასთან, ხარაზიშვილი ფლობს დაცვის კერძო სამსახური "სარანგის" წილის 50%-ს, საიდანაც 2023 წელს შემოსავლის სახით ხელზე აღებული თანხა 26 015 ლარია.
სახელფასო სარგოს სახით კი, ერთ წელში მიღებული აქვს 111 363 ლარი. თვეში - 9 280 ლარი.