ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს ფინანსური სანქციები დაუწესა - შესაბამისი გადაწყვეტილება აშშ-ის ხაზინის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. გომელაური სანქციების სიაში გლობალური მაგნიტსკის აქტის ფარგლებში შეიყვანეს, რაც შსს-ს მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის უკანონო გამოყენებას უკავშირდებოდა. დღესვე ფინანსური სანქციები დაუწესდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) უფროსის მოადგილეს მირზა კეზევაძესაც.
ვახტანგ გომელაური შს მინისტრის პოსტს უკვე მეორედ 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს, იქამდე კი 2015-2019 წლებში ის სუს-ის ხელმძღვანელი იყო. ვახტანგ გომელაურმა უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაცია 2024 წლის ივნისში შეავსო, რომლის თანახმადაც გასულ წელს ის მინისტრთა კაბინეტში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მინისტრი იყო და მისმა ანაზღაურებამ 96,788 ლარი შეადგინა.
ვახტანგ გომელაურის დეკლარაციის თანახმად, ის თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე N37-ში ფლობს 201 კვადრატული მეტრის ბინას, რომელშიც 2022 წელს 542 ათასი ლარი გადაიხადა. ის ასევე ფლობს 2000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ 650 კვადრატული მეტრის სახლს ტაბახმელაში და მიწის ნაკვეთებს თიანეთის რაიონის სოფელ გორანაში.
უძრავი ქონების მფლობელის ვინაობა |
უძრავი ქონების ტიპი |
შეძენის თარიღი და გადახდილი თანხა |
მისამართი |
დამატებითი ინფორმაცია |
ვახტანგ გომელაური 100% |
ბინა |
30.09.2022, ნასყიდობა, 542,000GEL |
ქალაქი თბილისი , ილია ჭავჭავაძის გამზირი N37ლ, 200,7 m2 |
რეგისტრირებულია საქართველოში |
ნინო კუდუხაშვილი 100% |
საცხოვრებელი სახლი |
24.04.2019, ნასყიდობა, 123,717GEL |
ქალაქი თბილისი, სოფელი ტაბახმელა, კოტე აფხაზის ქუჩა, N 4, 2001 m2 |
რეგისტრირებულია საქართველოში შენობა-ნაგებობები: N1 N2 N3 საერთო ფართობით 650.6 კვ.მ. (მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 420.7 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 43.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართი 96.7 კვ.მ., დამხმარე ფართობი 23.0 კვ.მ. და ავტოსადგომის ფართობი 67.0 კვმ.) |
ნინო კუდუხაშვილი 100% |
მიწის ნაკვეთი |
27.03.2018, ჩუქება, 0 |
რაიონი თიანეთი , სოფელი გორანა, 1422 m2 |
რეგისტრირებულია საქართველოში |
ნინო კუდუხაშვილი 100% |
აგარაკი |
27.03.2018, ჩუქება, 0 |
თიანეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი გორანა, 1- ლი ქუჩის I ჩიხი, N 5, 1088 m2 |
რეგისტრირებულია საქართველოში შენობა-ნაგებობები: N1, N2, N3 |
საბანკო ანგარიშებთან დაკავშირებით კი ვახტანგ გომელაურს დეკლარაციაში მითითებული აქვს სესხის ანგარიში 188 ათასი ლარის ოდენობით, ასევე სახელფასო და მიმდინარე ანგარიშები, რომლებზეც 50 ათას ლარამდე თანხა აქვს განთავსებული.
ანგარიშის მფლობელი | ბანკის სახელი | ანგარიშის კატეგორია | თანხა |
ვახტანგ გომელაური | "საქართველოს ბანკი" | სახელფასო | 31347,43 GEL (+) |
ვახტანგ გომელაური | "საქართველოს ბანკი" | სახელფასო | 800 USD (+) |
ვახტანგ გომელაური | "საქართველოს ბანკი" | სახელფასო | 3000 EUR (+) |
ნინო კუდუხაშვილი | "საქართველოს ბანკი" | მიმდინარე | 1826,87 GEL (+) |
ნინო კუდუხაშვილი | "საქართველოს ბანკი" | ანაბარი | 27,12 USD (+) |
ვახტანგ გომელაური | "საქართველოს ბანკი" | მიმდინარე | 9949,15 GEL (+) |
ვახტანგ გომელაური | "საქართველოს ბანკი" | საკრედიტო | 188658,15 GEL (-) |
ლუკა გომელაური | "საქართველოს ბანკი" | მიმდინარე | 514,25 GEL (+) |
ლუკა გომელაური | "საქართველოს ბანკი" | მიმდინარე | 24,38 EUR (+) |
ლუკა გომელაური | "თი–ბი–სი ბანკი" | მიმდინარე | 0,91 GEL (+) |
ნინო კუდუხაშვილი | "საქართველოს ბანკი" | ანაბარი | 4054,57 USD (+) |
დეკლარაციის თანახმად, ვახტანგ გომელაური სახლში ნაღდი ფულის სახით ინახავს 7,400 დოლარს და 18 ათას ლარს.
აშშ-ის ხაზინის განმარტება, რას მოიცავს გლობალური მაგნიტსკის აქტის სანქციები:
"დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, ზემოხსენებული [სანქცირებული პირების] ყოველი ქონება ან ქონებრივი ინტერესი, რომლებიც ან აშშ-შია, ან აშშ-ს პირების საკუთრებაში ან კონტროლქვეშაა, დაბლოკილია და ამაზე უნდა ეცნობოს OFAC-ს (Office of Foreign Assets Control). დამატებით, ყოველი სუბიექტი, რომელსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ, ინდივიდუალურად თუ სხვებთან ერთად, მის 50%-ს ან მეტს 1 ან მეტი [სანქცირებული] პირი ფლობს, ასევე დაიბლოკება.
დამატებით, ფინანსურმა ინსტიტუტები და სხვა პირები, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ტრანზაქციებსა თუ მოქმედებებში სანქცირებულ ინდივიდებთან, შესაძლოა თავადაც დაექვემდებარონ სანქციებს ან სააღსრულებო მოქმედებას. აკრძალვები მოიცავს ნებისმიერი სახის დახმარებას ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიწოდებას სანქცირებული პირების სასარგებლოდ ან ნებისმიერი სახის დახმარების ან თანხების, საქონლისა თუ სერვისების მიღებას [სანქცირებული პირებისგან]". - წერია აშშ-ს ხაზინის განცხადებაში,"- ნათქვამია განცხადებაში.
დღესვე ვახტანგ გომელაურს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმაც. ასევე ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა შორის არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე; თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი; განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური.