ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ახალი მოადგილე ჰყავს. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ - პარლამენტის წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი დაინიშნა.
ამ მოწვევის პარლამენტში ცაგარეიშვილი პარტიული სიით მას შემდეგ მოხვდა, რაც კახა კუჭავამ პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარეობა დატოვა, მიზეზით, რომ კონკრეტული დიდი პროექტი უნდა ჩაებარებინა.
ჯანდაცვის იურისტი მინისტრის იურისტი მოადგილე დეკლარაციის მიხედვით ფლობს 131 კვ.მ ბინას თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, რომელიც 2005 წელს 70 000 აშშ დოლარად იყიდა.
2023 წლის 17 ნოემბერს შევსებული დეკლარაციით, სხვა ყველა უძრავი ქონება მეუღლის, ეკა კვიტაშვილის სახელზეა რეგისტრირებული. საუბარია, მემკვიდრეობით მიღებულ 6 მიწის ნაკვეთზე ყაზბეგის მუნიციპალიტეტში.
სამკაულები, რომელთა ფასი და რაოდენობა დაკონკრეტებული არ არის ცოლ-ქმარს თანაბრად აქვთ განაწილებული და 50/50%-ს ფლობენ.
უკვე ყოფილი პარლამენტარი ფლობს 1999 წელს შეძენილ "ყაზბეგის" აქციებს, რომლის ღირებულებაც 5 962 ლარია.
ცაგარეიშვილს ნაღდი ფულის სახით ინახავს 10 000 ლარს. ეკა კვიტაშვილი კი, 7 000 ლარს.
2022 წელს ცაგარეიშვილი სესხის მომსახურებისთვის გასავალს, 6 789 ევროს უთითებს. ამავე წელს პარლამენტარის რანგში აღებული აქვს 38 337 ლარის ხელფასი. გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის რანგში კი, 10 766 ლარი.
ეკა კვიტაშვილი დეკლარაციის შევსების მომენტისთვის დასაქმებული იყო ორ სამსახურში, ორივეგან ხელშეკრულებით. ესენია: საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო, სადაც სახელფასო სარგოს სახით 20 879 ლარი მიიღო და საკრებულოში, სადაც 41 406 ლარი დაერიცხა.