მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა რესურსი აქვს თბილისის ინფექციურ საავადმყოფოს - თენგიზ ცერცვაძის კომენტარი

5e694113f3b3f
ვიქტორია მღებრიშვილი
11.03.20 23:55
1801
ინფექციური სავადმყოფო გამოყოფილ იქნა პირველი რიგის საავადმყოფოდ და ამის გარდა გამოყოფილია 4 თუ 5 საავადმყოფო, რომლებიც გააგრძელებენ პაციენტების მიღებას იმ შემთხვევაში თუ ინფექციური გადაივსება, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ TV „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს 4-5 საავადმყოფო არის: სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკა, რესპუბლიკური საავადმყოფო, გორის ჰოსპიტალი, საჩხერის ჰოსპიტალი და ბოჭორიშვილის კლინიკა.

„მინდა ვთქვა რომ საკმარისზე მეტია ეს რესურსი. ჯერჯერობით ინფექციური თავისუფლად აუდის ამას, ჯერჯერობით 21 ინფიცირებულია და ჩვენი რესურსი 50 ავადმყოფის მომსახურების შესაძლებლობას შეადგენს. ჩვენ შეგვიძლია ერთი ამდენი კიდევ მივიღოთ და ჩვენს უკან 4 ჰოსპიტალი დგას, რომელიც ჯამში რამდენიმე ასეული ადამიანის მიღება შეუძლია. ღმერთმა ნუ ქნას ამდენი რომ იყოს, მაგრამ თუ იქნა კიდევ, დაუმატებენ ამას სხვა საავადმყოფოებს. არავითარი პრობლემა და არავითარი გამოწვევა არ არსებობს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, არასწორ ინტერპრეტირებას აკეთებენ ამ საკითხის განხილვაში მონაწილე პირები, ოპონენტები რომ სახელმწიფომ სწორად არ გათვალა რესურსები, არ იზრუნა რომ დროულად შეექმნა რეზერვები, რომ ინფექციური საავადმყოფოს რესურსები შეზღუდულია და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები