მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რესურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ამით თითოეული მოქალაქე მილიონერი უნდა იყოს - ქეთი ბოჭორიშვილი

640c733d85984
BM.GE
11.03.23 16:20
5976
“რა რესურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს, ამით თითოეული მოქალაქე მილიონერი უნდა იყოს”, - ამის შესახებ BM.GE-ს ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ქეთი ბოჭორიშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ქვეყანა საქმისადმი ორიენტირებული უნდა გახდეს.

“ნებისმიერი კანონპროექტის შემუშავებისას უნდა დავსვათ კითხვა - რა სარგებელი მოაქვს? ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, თუმცა მჯერა თუ პოლიტიკური ნება იქნება, სამ წელიწადში, შეიძლება, ქვეყანა ყველა მიმართულებით შეიცვალოს. რა რესურსიც ჩვენს ქვეყანას აქვს, თითოეული მოქალაქე მილიონერი უნდა იყოს და ამას ჰაერიდან მოტანილი რიცხვებით არ ვამბობ. ეს შესაძლებელია კონკრეტული პროექტების განხორციელების შედეგად.

ყველას ხარისხიანი ცხოვრებისადმი წვდომა უნდა ჰქონდეს. ამას პოლიტიკური ნება და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები სჭირდება და არა სხვა საუბრები", - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები