მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს ბრენდინგი ბიოკულტურული მრავალფეროვნების კუთხით უნდა ხდებოდეს - ქეთი ბოჭორიშვილი

645fbf8fa7d12
ინგა მურუსიძე
13.05.23 20:46
1006
მე ვთვლი, რომ მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის დიდი ღირებულებაა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ქეთი ბოჭორიშვილმა BMGTV-ზე „ბარში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„მე ვთვლი, რომ მრავალფეროვნება ძალიან დიდი ღირებულებაა. ქვეყანაზე რომ გადავიყვანოთ, ვფიქრობ, რომ საქართველოს ბრენდინგი უნდა იყოს მრავალფეროვნების წარმოჩენაში, როგორც ბიომრავალფეროვნების კუთხით, ისე კულტურის მრივ. ამ პატარა ქვეყანაში ძალიან მრავალფეროვანი მიკროკლიმატი გვაქვს. ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნის ბრენდინგი უნდა იყოს ბიოკუტურული მრავალფეროვნება“, - თქვა მან.

კითხვაზე, თვლით თუ არა, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება სწორედ ბიოკულტურულ მრავალფეროვნებაშია, ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ასეა.

მისივე თქმით, საქართველოს ბიოკულტურული მრავალფეროვნება ქვეყნის კონკურენტული უპირატესობაა და აქცენტი სწორედ ამაზე უნდა გაკეთდეს.

„ჩვენი კულტურა ძალიან მრავალფეროვანია, საინტერესოა. ჩვენი ბუნებაც იმდენად მრავალფეროვანია, რომ შეგიძლია მთელი მსოფლიო აღმოაჩინო ამ ქვეყანაში. კლიმატური ზონებიც ასეთი გვაქვს. როცა ახალ სარეკლამო რგოლს ვხედავ, ვფიქრობ, ამის წარმოჩენა უნდა იყოს უმნიშვნელოვანესი - ბიოკულტურული მრავალფეროვნება“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები