მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა რისკების წინაშე შეიძლება დადგეთ ბინის გაქირავების შემთხვევაში

622a0827492ad
თათია ჩაფიჩაძე
14.03.22 23:23
2429
უძრავ ქონებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარე მოქალაქეებს და კომპანიებს გარიგებების დადებამდე იურიდიული კონსულტაციებისკენ მოუწოდებს და იმ რისკებზე საუბრობს, რომლის წინაშეც გადახდისუუნარობის შემთხვევაშიც ბინის მეპატრონები დადგებიან.

ოთარ კაჭკაჭაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გათვალისწინებით, რისკი იმისა, რომ ამ ქვეყნის მოქალაქეები უახლოეს თვეებში ფინანსური პრობლემების წინაშე დადგებიან, დიდია, მათი გამოსახლებისთვის საჭირო პროცედურები კი ქვეყანაში არ მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში ბინის მესაკუთრეებს დავა სასამართლოში შესაძლოა 2 წლამდე პერიოდის განმავლობაში მოუწიოთ.

„ნებისმიერი გარიგების უკან დგას ამა თუ იმ პირის გადახდისუნარიანობის საკითხი, ეს იქნება რუსეთის, ბელარუსის თუ სხვა ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კომპანიებს სიფრთხილით მიუდგენ ამ საკითხს და ისარგებლონ იურიდიული კონსულტაციით თითოეული გარიგების დროს. ნასყიდობის ხელშეკრულების უკან შეიძლება იდგეს არალეგიტიმური ფული, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებმა შეიძლება ვერ ისარგებლონ გადმორიცხვებით, მათ შეიძლება არალეგალურად შემოიტანონ ფული ქვეყანაში, ამიტომ უნდა შემოწმდეს ფულის წარმომავლობა.

ჭარბი მოთხოვნის გამო გაიზარდა უძრავი ქონების ფასები, საცხოვრებლით დაკმაყოფილების სურვილის გამო ისინი ვაჭრობაში აღარ შედიან, მაგრამ შემდეგ შესაძლებელია დადგეს გადახდისუუნარობის საკითხი. ვიცით, რომ საპოლიციო გამოსახლება გაუქმებულია, ასეთ შემთხვევაში დადგება სამართლებრივი პრობლემები, სასამართლო გადატვირთულია, ნელა მიდის პროცესები, ამის გათვალისწინებით შესაძლებელია ნებისმიერ მოქალაქეს თავის საცხოვრებელი ბინიდან გადახდისუუნარო სუბიექტის გამოსახლებისთვის დასჭირდეს 1.5-დან 2 წლამდე პერიოდი. მითუმეტეს იმ პირებს, რომელიც აქ არიან, შესაძლოა არანაირი აქტივი არ ჰქონდეთ და ვერც სასამართლოს დასრულების შემდეგ მოახერხონ დანაკარგების ამოღება.

ყველამ, ვინც დამოუკიდებლად აქირავებს ბინას, აუცილებლად უნდა მოახდინონ პირების იდენტიფიკაცია მათი პირადობების მიღებით, უნდა მოხდეს სახელშეკრულებო პირობების გაწერა, აუცილებელია მიმართონ იურიდიული კონსულტაციებისთვის შესაბამის ცენტრებს, რათა არ გახდნენ ისეთი გარიგების მონაწილეები, რომელიც სხვადასხვა კითხვის ნიშანს გააჩენს მათი ვინაობის და მიზეზების შესახებ. რაიმე ეჭვის წარმოშობისთანავე უნდა მიმართონ სამართალდამცავებს.“ - განაცხადა კაჭკაჭაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები