მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სახით არის სახალხო დამცველი "ევოლუშენ ჯორჯიას" შრომით დავაში ჩართული

ევოლუშენი

კომპანია "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლები უკეთეს შრომით პირობებს და ანაზღაურების ზრდას მოითხოვენ, რის გამოც თანამშრომელთა ნაწილმა 13 აგვისტოს უვადო შიმშილობაც გამოაცხადა. კომპანია კი თავისმ ხრივ აცხადებს, რომ დასაქმებულებთან სერთო ენის ვერ გამონახვის შემთხვევაში საქართველოში ოპერირების შეზღუდვას არ გამორიცხავენ.

კომპანიაში მიმდინარე მოვლენების შესახებ პარლამენტის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა სადეპუტატო კითხვით სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, მათ აპარატში სულ 5 განაცხადია შესული, რაც კომპანიაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირება და ამჟამად ისინი აღნიშნულ განცხადებებს სწავლობენ.

"2024 წლის 8 ივლისს სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო საქმის შესწავლა შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ დასაქმებულების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობასთან დაკავშირებით. ამასთან, შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე წლის ივლისიდან ამ დრომდე სახალხო დამცველის აპარატში შემოსულია ჯამში 5 განცხადება. სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული საქმეების განხილვა, ხოლო მათი შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, ორგანული კანონის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

აქვე მოგახსენებთ, რომ სახალხო დამცველი კერძო სექტორის დამსაქმებლებზე უშუალო ზედამხედველობას არ ახორციელებს, გარდა ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ფარგლებში მონიჭებული მანდატისა. სახალხო დამცველი აგრძელებს აღნიშულ საქმეებში მისთვის მონიჭებული უფლებამოსილებების გათვალისწინებით მოქმედებას,"- ნათქვამია სახალხო დამცველის პასუხში.

ევოლუშენ ჯორჯია 6.8 ათას ადამიანს ასაქმებს. Evolution-ი აზარტული თამაშების ონლაინ კომპანიებს ონლაინ კაზინოს სერვისს სთავაზობს, რაც გულისხმობს მათ ვებგვერდებზე ლაივ-კაზინოს ტექნიკურ უზრუნველყოფას და ადამიანური კაპიტალით უზრუნველყოფას. კომპანიას აქვს სტუდიები, საიდანაც მსოფლიოს სხვადასხვა კაზინოსთვის მრავალენოვანი კაზინოს სერვისის მიწოდება ხდება. შესაბამისად, Evolution-ი აზარტული თამაშების სექტორში ოპერირებს, მაგრამ თავად ის კაზინოს არ წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები