მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სფეროებში ეძებდა იანვარში სამსახურს ყველაზე მეტი ადამიანი? - PMCG

ხალხი ქუჩა

2024 წლის იანვარში, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 3,4%-ით გაიზარდა და 6 747 განაცხადი შეადგინა. ამის შესახებ კვლევას PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერი აქვეყენბეს.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვარში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 29.1%-ით
მეტია 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2023 წლის აგვისტოდან 2024 წლის იანვრის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 3.3% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.1 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

რაც შეეხება სამსახურის მაძიებლების ინტერესს, სფეროები ასე გადანაწილდა: გაყიდვები, შესყიდვები - 1 738; ადმინისტრაცია, მენეჯმენტი - 1 588; ფინანსები, სტატისტიკა - ლოჯისტიკა - 1 264; ტრანსპორტი, დისტრიბუცია - 985; ინფორმაციული ტექნოლოგიები/პროგრამირება - 305.

რაც შეეხება გასული წლის შრომის ბაზრის ინდიკატორებს, ასე გადანაწილდა:

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები