მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შედეგი მოუტანა საქართველოს თავისუფალმა სავაჭრო რეჟიმებმა?

6495a531a40d0
ელენე გოგბერაშვილი
23.06.23 18:10
528
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ, პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს ეკონომიკური დიპლომატიის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ 2022 წლის ანგარიში წარუდგინა.

როგორც გენადი არველაძემ განაცხადა, დოკუმენტი მოიცავს საგარეო ვაჭრობის სტატისტიკურ მონაცემებს და ანალიზს, ასევე თავისუფალ სავაჭრო რეჟიმებს, ორმხრივი ინვესტიციების დაცვის შეთანხმებებს, ასევე ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ხელშეწყობის მექანიზმებს და ამ მიმართულებით მიღწეულ შედეგებს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, საქართველოს 45 ქვეყანასთან აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ერთ საბაჟო ადმინისტრაციასთან - ჰონგ-კონგთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართულ პროდუქტებს შეუძლია თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით შესვლა მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზრის 1/3-ში, რაც 2,3 მილიარდიან ბაზარს წარმოადგენს.

რა შედეგი მოუტანა საქართველოს თავისუფალმა სავაჭრო რეჟიმებმა?

„2022 წელს 2014 წელს თუ შევადარებთ, ადგილობრივი ექსპორტი 1, 9 მლრდ აშშ დოლარით არის გაზრდილი და 3,7 მლრდ დოლარს შეადგენს, რომლის 82% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის. მათ შორის არის თურქეთი, დსთ, ევროკავშირი, ჩინეთი, EFTA, ჰონგ-კონგი.

ამასთან შემცირდა, საქართველოს დსთ-ს ქვეყნების ბაზარზე ექსპორტდამოკიდებულების წილი და ადგილობრივი ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ქვეყნებში, რომელთანაც საქართველოს აქვს გაფორმებული ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. კერძოდ 2022 წელს 2014 წელს თუ შევადარებთ ადგილობრივი ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში 42%-ით განისაზღვრა.

ევროკავშირში 82%-ით გაიზარდა ექსპორტი, ჩინეთში შეთანხმების ამოქმედებიდან 265%-ით, ხოლო ჰონგ კონგში 69%-ით, EFTA -ს შეთანხმების სრულად ამოქმედებიდან, 2018 წლიდან ექსპორტი გაზრდილია 35%-ით“,-განაცხადა გენადი არველაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები