საქსტატმა 2026 წლის იანვარ-თებერვლის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც იმპორტი 2.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით არის შემცირებული. იმპორტის კლება მეტწილად უკავშირდება შარშან განხორციელებულ ერთჯერად ოპერაციას, რაც ბიძინა ივანიშვილის ხელოვნების ნიმუშების საქართველოში რელოკაციასთან იყო დაკავშირებული. კერძოდ 481 მილიონი დოლარის ნახატების, რომლებიც ისედაც ივანიშვილის საკუთრებაში იყო უცხოეთიდან საქართველოში შემოტანა მოხდა, რაც საქსტატის მიერ იმპორტის სტატისტიკაში აღირიცხა.
რაც შეეხება იმპორტის კლების სხვა მიზეზებს, ასევე შემცირებულია ავტოიმპორტი 37%-ით, იკლო ბუნებრივი აირის იმპორტმა 7%-ით. თუმცა, ამასთან, იმპორტში გამოჩნდა ნედლი ნავთობი 49 მილიონი დოლარით, რისი იმპორტიც წინა წელს არ აღინიშნებოდა. აღნიშნული იმპორტი დაკავშირებულია ქვეყანაში პირველი ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მიერ ოპერირების დაწყებასთან, რომლისთვისაც ნედლი ნავთობის იმპორტი რუსეთიდან ხორციელდება.
ასევე, გაზრდილია მობილური ტელეფონების, მიკროჩიპების, არმატურის, ელექტროენერგიის, სპილენძის მადნების და სხვა დასახელების საქონლის იმპორტი.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოს იმპორტი ასე ნაწილდებოდა:
| # | საქონელი | ექსპორტი მლნ დოლარი | ზრდა/კლება წინა წელთან შედარებით |
| 1 | მსუბუქი ავტომობილები | $333 | -37% |
| 2 | ნავთობი და ნავთობპროდუქტები | $209 | 3% |
| 3 | ბუნებრივი აირი | $135 | -7% |
| 4 | სამკურნალო საშუალებები დაფასოებული | $117 | 23% |
| 5 | სატელეფონო აპარატები მონაცემთა გადაცემისთვის (სმარტფონები) | $50 | 21% |
| 6 | ნავთობი ნედლი და ნავთობპროდუქტები ნედლი | $49 | წინა წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი არ ფიქსირდებოდა |
| 7 | წნელები რკინის ან არალეგირებული ფოლადისაგან (არმატურა) | $38 | 53% |
| 8 | ფოტოვოლტური ელემენტები (მზის პანელები) | $38 | 1372% |
| 9 | სპილენძის მადნები და კონცენტრატები | $32 | 149% |
| 10 | ელექტროენერგია | $30 | 51% |
| 11 | დანარჩენი საქონელი – სულ | $1,455 | -22% |
წყარო - საქსტატი




























