მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი აქვს საქართველოს ციტრუსის ექსპორტიდან? - სტატისტიკა

5e00628f2dd5e
შოთა ტყეშელაშვილი
23.12.19 11:20
2386
ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად 60,000-65,000 ტონა ციტრუსი მოდის. აქედან, 24,000-28,000 ტონა ექსპორტზე გადის. 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან $7.8 მილიონის შემოსავალი მიიღო, 2019 წლის 19 დეკემბრის ჩათვლით კი ექსპორტირებული ციტრუსის საერთო მოცულობა 21,000 ტონას შეადგენს. 

2018 წელს საქართველომ ციტრუსის ექსპორტიდან $14.8 მილიონის შემოსავალი მიიღო, ამ მაჩვენებლით მანდარინი და ფორთოხალი ქვეყნის რიგით 28-ე უმსხვილესი საექსპორტო საქონელი იყო.

ყოველწლიურად ყველაზე მეტი მანდარინი ექსპორტზე დეკემბრის განმავლობაში გადის, შესაბამისად 2019 წლის ექსპორტის სრული მაჩვენებლები დეკემბრის საგარეო ვაჭრობის მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ გახდება საჯარო. 

სტატისტიკა აჩვენებს, რომ წლიდან წლამდე საქართველოდან ექსპორტირებული ციტრუსის ღირებულება დიდი ცვალებადობით გამოირჩევა. ბოლოს ყველაზე დიდი ექსპორტი 2013 წელს იყო, როდესაც ექსპორტირებული ციტრუსის ღირებულებამ 20.2 მილიონი შეადგინა. 2014-2018 წლებში კი, მისი მოცულობა საშუალოდ $13 მილიონი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები