მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შემოსავალი უფიქსირდებოდათ ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულებს დანაშაულის ჩადენის დროს? - კვლევა

62aa275b2c160
ალა ისპირიანი
16.06.22 12:20
1271
ნარკოდანაშაულში მსჯავრდებულთა შემოსავლები, დანაშაულის ჩადების დროს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოიკვლია. კვლევაში აღნიშნულია, რომ დანაშაულის ჩადენის მაპროვოცირებელი მიზეზების ძიებისას სოციალურ ფაქტორებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ორგანიზაცია აქვე წერს, რომ ეს არ ნიშნავს, რომ უმუშევრობა კრიმინალთან უნდა გაიგივდეს. 

აღმოჩნდა, რომ ნარკოდანაშაულში ყოფილ მსჯავრდებულებს შორის დაახლოებით მეხუთედი იყო ისეთი, ვისი შემოსავალიც 700-1000 ლარის ფარგლებში, ან 1000 ლარზე მეტი იყო.

რესპონდენტების 16.2% დანაშაულის ჩადენის მომენტში ყოველგვარი პირადი შემოსავლის გარეშე იყო. 15.1%-ს არ ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. დანარჩენების შემოსავალი კი უკიდურესად მწირი იყო.

კვლევის მიხედვით, მძიმე სოციალური ფონი კიდევ უფრო თვალსაჩინოდ გამოიკვეთა კვლევის განხორციელების დროისთვის მსჯავრდებულ პატიმრებში. კერძოდ, ოჯახის წევრებთან ჩატარებულ გამოკითხვაზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ 8%-ს არ აღემატებოდა იმ პატიმართა რიცხვი, ვისაც დანაშაულის ჩადენის დროს 700 ლარზე მეტი შემოსავალი ჰქონდა.

რაც შეეხება დასაქმების სტატუსს, კვლევის მიხედვით, გამოკითხული ყოფილი პატიმრების/პრობაციონერების 44.3% უმუშევარი, 38.9% კი არაოფიციალურად დასაქმებული იყო. ეს მონაცემები კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდა კვლევის განხორციელების დროისთვის მსჯავრდებულ პატიმრებში. კერძოდ, მათი ოჯახის წევრების თქმით, ამჟამინდელი პატიმრების 56% დანაშაულის ჩადენის დროისთვის უმუშევარი იყო, 29.6% კი – არაოფიციალურად დასაქმებული.

ცნობისთვის, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა კვლევა გამოაქვეყნა, სახელწოდებით - “ ზრუნვა თუ კონტროლი: საქართველოს პრობაციის სისტემის ეფექტიანობის შეფასება ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებით“. აღმოჩნდა, რომ საქართველო ევროპაში ერთ-ერთი მოწინავეა პრობაციონერების პროცენტული მაჩვენებლის მხრივ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები