მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რა შემთხვევაში შეიძლება გამკაცრდეს რეგულაციები

61c2f23dd757f
მარიამ ვარადაშვილი
22.12.21 13:37
592
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების შემთხვევები გაიზრდება.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ამ დროისთვის 9 ათასამდე საწოლი აქვს მობლიზებული, მათგან მხოლოდ 4 ათასია დაკავებული.

“ომიკრონი გვერდს არ აგვივლის. შემიძლია დაგიდასტუროთ რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ქვეყანაში 9 ათასამდე საწოლია მობილიზებული და დღეს მხოლოდ 5 ათასია დატვირთული, ანუ 3.5-4 ათასამდე თავისუფალი საწოლი არის. ომიკრონის უმეტებს შემთხვევებს სტაციონალური მკურნალობა არ სჭირდება. უნდა ყველამ გავითვალისწინოთ რომ ეს ახალი საფრთხე ნამდვილად არსებობს, გვერდს არ აუვლის ჩვენს ქვეყანას და საჭიროა ქვეყანაში დაცული იყოს ყველა ის რეკომედაცია, რაზეც ამდენ ხანს ვსაუბრობთ”,-აცხადებს გამყრელიძე.

გამყრელიძის თქმითვე, ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირბადის ტარებისა და აცრის მაჩვენებლის ზრდა.

“რათა არ დაგვჭირდეს ისევ იმ ღონისძიებების შემოღება ქვეყანაში, რასაც ასე ვუფრთხით. საუბარია მკაცრი, შემზღუდავი ღონისძიებების შეტანაზე. თუ ეს არ იქნება და რა თქმა უნდა, ომიკრონი გავრცელდა სახელმწიფო იძულებული იქნება შემოიღოს მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, რაც დღეს ევროპის რიგ ქვეყნებში ხდება, იცით ალბათ. დიახ, შემთხვევათა რაოდენობა იზრდება, მაგრამ იმ ქვეყნებს, რომელთაც აცრის მაღალი მაჩვენებელი აქვთ სიკვდილიანობა შედარებით დაბალი აქვთ”,-აცხადებს გამყრელიძე.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ამბობს, რომ მათი მოლოდინით Covid-19-ის ახალი შტამი გავრცელებას იანვრიდან დაიწყებს. "ძალიან სწრაფი მატება, სავარაუდოდ, მოსალოდნელია უკვე იანვრის მეორე ნახევარში, 15 იანვრის შემდეგ. ამ პერიოდში გარკვეული სტაბილიზაცია გვქონდა დელტა შტამის ფონზე. ვაქცინირებულებისა და ინფექცია გადატანილების რაოდენობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, ველოდებით, რომ ის ჯგუფი, რომელიც იმუნური დაცვის გარეშე დარჩა პირველი სამიზნე იქნება ომიკრონისთვის. გავრცელების ტემპი როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, ისევე ჩვენთან მაღალი იქნება",-აცხადებს გაბუნია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები