მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა შესაძლებლობებს სთავაზობს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU სტუდენტებს?

SEU
30.04.24 16:25
685
სტატიაში საუბარია:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც თბილისში 2001 წელს დაფუძნდა. მთელი ამ დროის განმავლობაში SEU-მ განვითარების საინტერესო გზა განვლო და საბოლოოდ, ის თანამედროვე, ხარისხიან და ინოვაციურ უნივერსიტეტად ჩამოყალიბდა, რომელსაც რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო კამპუსი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ორენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები აქვს.

დაფუძნებიდან დღემდე, უნივერსიტეტი 41 000-ზე მეტმა ქართველმა და საერთაშორისო სტუდენტმა დაამთავრა, აბიტურიენტებისა და მომავალი სტუდენტების მხრიდან კი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს მიმართ ინტერესი მზარდია.

უნივერსიტეტის დამფუძნებელი, გია კავთელიშვილი, SEU-ს უპირატესობებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს გამოარჩევს როგორც სწავლის ხარისხი, ასევე ინოვაციურობა და მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა, რაც ქართველ სტუდენტებს დასავლური განათლების მიღების საშუალებას აძლევს:

„SEU არის ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, სწავლის ხარისხზე ორიენტირებული ევროპული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც გრძნობს თანამედროვე სამყაროს ტემპს და უსწრებს დროს განსხვავებული ხედვით. თანამედროვე ხედვა ბევრ ასპექტში გამოიხატება, მაგალითად: ჩვენ გვაქვს თანამედროვე კამპუსი, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები, კერძოდ, მონაცემთა მეცნიერების და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამა მხოლოდ ჩვენთან ხორციელდება უკვე ერთი წელია. ასევე გვაქვს ხელოვნური ინტელექტის პირველი სასწავლო კვლევითი ცენტრი საქართველოში”.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU თანამშრომლობს არაერთ საერთაშორისო უნივერსიტეტთან, რაც სტუდენტებს გაცვლითი პროგრამების და ორმაგი ხარისხის მიღების შესაძლებლობას აძლევს:

„აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო უნივერსიტეტებთან მსოფლიოს მასშტაბით, რომელთან ერთადაც ვახორციელებთ როგორც აკადემიურ საქმიანობას, ასევე ჩართულნი ვართ სხვადასხვა ტიპის ერთობლივ აქტივობებში, პროექტებში, კვლევებსა და საერთაშორისო ინიციატივებში. შედეგად სახეზე გვაქვს მრავალი ახალი ორმხრივი თანამშრომლობა ევროპულ და ამერიკულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. ასევე არ უნდა გამოგვრჩეს Erasmus-ის მიერ დაფინანსებული გაცვლითი შესაძლებლობები სტუდენტებისა და უნივერსიტეტის პერსონალისთვის. აგრეთვე გვაქვს ორმაგი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამაც რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან პარტნიორობით“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU ადგილობრივადაც ქმნის პროფესიული განვითარებისა და შესაბამისი პრაქტიკის მიღების შესაძლებლობას:

„გარდა ამისა, ვფლობთ საქართველოში საუკეთესო კლინიკას, ამერიკულ ჰოსპიტალ თბილისს – AHT (American Hospital Tbilisi), რომელიც ინგლისურენოვანი სამედიცინო პროგრამის საბაზისო კლინიკაა, სადაც მხოლოდ ჩვენი სტუდენტები გადიან კლინიკურ პრაქტიკას“.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო მასშტაბურ და საინტერესო სიახლეებს უნდა ელოდნენ სტუდენტები:

„ვგეგმავთ ერთობლივი პროგრამების შემუშავებას ბრიტანულ, შვეიცარიულ და გერმანულ უნივერსიტეტებთან ერთად. ასევე, ვგეგმავთ ფილიალების გახსნას როგორც უმაღლესი, ასევე ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა ქვეყანაში, რასთან დაკავშირებითაც მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის მალე გვექნება საერთო საცხოვრებელი“.

როგორც გია კავთელიშვილი აღნიშნავს, წლების განმავლობაში მთელი ამ პროგრესის მიღწევა საქართველოს ბანკის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის როგორც საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს, ასევე ქვეყანაში საგანმანათლებლო სფეროს განვითარებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ბანკს იმისათვის, რომ ის წლებია ჩვენი პარტნიორია და უამრავი პროექტის განხორციელებაში გვიდგას გვერდით. ზოგადად, საბანკო სექტორის მხარდაჭერა განათლების სფეროში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკი კი ნამდვილად გამოირჩევა საგანმანათლებლო სფეროს მხარდაჭერით და თავადაც დებს ინვესტიციას ახალგაზრდების განათლებაში, ეს კი ნიშნავს ინვესტიციას ჩვენი ქვეყნის მომავალში“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები