მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა გამოიმუშავა მადრიდის “რეალმა” მე-15 ჩემპიონთა ლიგის მოგებით?

რეალის გამომუშავებული ფული 15 ლიგა

ლონდონში, უემბლის სტადიონზე ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს დორტმუნდის “ბორუსია” და მადრიდის “რეალი” დაუპირისპირდნენ, სადაც გამარჯვება მადრიდელთა მხარეს დარჩა.
ამ გამარჯვებით მადრიდელებმა 92 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს, თუმცა უეფას საბონუსე სისტემის გათვალისწინებით, რომელიც სისტემატურად წარმატებულ კლუბებს ეხებათ, შესაძლოა თანხა 150 მილიონზეც ავიდეს.

მთლიანობაში წლევანდელი საპრიზო თანხა 32 გუნდზე 2,2 მილიარდ დოლარს შეადგენდა, საიდანაც თანხის 55% კლუბის წარმატებულ ასპარეზობას უკავშირდება.
ჯგუფურ ეტაპზე გასული 32 გუნდი ინდივიდუალურად 15,64 მილიონ ევროს იღებს, ხოლო შემდეგ ყოველ გამარჯვებაზე 2,8 მილიონს. “რეალის” შემთხვევაში, რომელმაც ჯგუფური ეტაპის ყველა შეხვედრა მოიგო, გუნდმა 16,8 მილიონი დაიმსახურა.

ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში გასვლა 9,6 მილიონადაა შეფასებული, მეოთხედფინალი 10,6 მილიონით, ნახევარფინალი 12,5 მილიონით, ხოლო ფინალში გასვლისთვის გუნდები 15,5 მილიონს იღებენ, საიდანაც გამარჯვებულისთვის დამატებით ბონუსი 4,5 მილიონს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ უეფას საკუთარი ბიუჯეტის 30% გამოყოფილი აქვს საკლუბო კოეფიციენტების მიხედვითაც, რომელიც აღრიცხავს გუნდების შედეგებს უკანასკნელი 5 სეზონის განმავლობაში. ამ წესის მიხედვით მადრიდელები დამატებით 36 მილიონ დოლარს მიიღებდნენ, რადგან უკანასკნელ 5 წელიწადში უკვე მეორედ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალი” ევროპა ლიგის ტრიუმფატორ “ატალანტას” უეფას სუპერ თასის ეგიდით პოლონეთში, ნაროდოვის სტადიონზე დაუპირისპირდება და გამარჯვებული 5,5 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ “რეალიც” და დორტმუნდის “ბორუსიაც” 2025 წლის ფიფას საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც აშშ-ში ახალი ფორმატით ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები