მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უეფა ჩემპიონთა ლიგის ფინალის აშშ-ში ჩატარებას გეგმავს

ლიგის ფინალი აშშ-ში

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო ჩემპიონთა ლიგის ფინალის შეერთებულ შტატებში ორგანიზებას აპირებს. ინფორმაციას გავლენიანი გამოცემა Independent ავრცელებს.

უეფა და ევროპული კლუბების ასოციაცია Relevent Sports-თან ექსკლუზიურ მოლაპარაკებაში შევიდნენ, რომელიც მამაკაცთა საკლუბო შეჯიბრებებზე გლობალურ კომერციულ უფლებებს მოიცავს. ამერიკული სააგენტო ჩემპიონთა ლიგის ფინალის შტატებში ჩატარებას მოითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით ფინალი აშშ-ში 2027-დან 2033 წლამდე პერიოდში უნდა შედგეს და უმთავრესი ევროპული საკლუბო მატჩის გარდა განიხილება ევროპა ლიგისა და კონფერენს ლიგის ფინალების ორგანიზებაც.

Relevant Sports-ის მმართველი ამერიკელი მილიარდერი სტივენ როსია, რომელიც ამ იდეით დიდი ხანია შეპყრობილია. მისივე ორგანიზებით ევროპული ტოპ გრანდები, იგივე მადრიდის “რეალი”, “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” წინასასეზონო მომზადების პერიოდს სწორედ აშშ-ში გადიან და საერთაშორისო თასის გათამაშებაში ერთვებიან.

ცნობისთვის, FIFA-ს წესების მიხედვით ჩემპიონთა ლიგის თამაშების სხვა კონტინენტზე გამართვა აკრძალულია, თუმცა როსიმ მოლაპარაკებები გასულ წელს განაახლა და როგორც ჩანს მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანო წესებს შეცვლის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები