მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხა მიიღეს სახელმწიფოსგან სასოფლო კოოპერატივებმა ბოლო ერთ წელიწადში? - პრემიერის ანგარიში

სოფლის მეურნეობა

პრემიერის ანგარიშის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში მოქმედმა კოოპერატივებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფოსგან 4.5 მილიონ ლარზე მეტის თანადაფინანსება მიიღეს. აღნიშნული ანგარიშით, რომელიც 2023 წლის ივნისიდან, 2024 წლის მაისის პერიოდს მოიცავს ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე წარდგება. დოკუმენტში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია გადაგზავნილი ნათქვამია:

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით, ხორციელდება სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით მიზნობრივი პროგრამები, კერძოდ:

  • მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 5-მა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა მიიღო 81 ათასი ლარის თანადაფინანსება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის კენკროვანი კულტურების შესანახი მაცივრების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 3-მა კოოპერატივმა მიიღო 750 ათასი ლარის თანადაფინანსება;
  • სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50-მა კოოპერატივმა მიიღო 2 მილიონზე მეტი ლარის თანადაფინანსება.

ანგარიშის მიხედვით, გარდა ამისა, ა(ა)იპ − სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებით გათვალისწინებულია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის დამატებითი შეღავათი, რაც გულისხმობს სხვადასხვა პროგრამაში თანადაფინანსების მეტი პროცენტის გაცემას. საანგარიშო პერიოდში, პროგრამების: „დანერგე მომავალი“, „ქართული ჩაი“, „ტექნიკური დახმარების პროგრამა“ გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 21 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა, დაახლოებით, 800 ათასი ლარით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები