მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას ითხოვს ჯონ ჯონსი ტომ ასპინალთან ბრძოლის სანაცვლოდ?

ჯონსი ასპინალი

UFC-ის სუპერმძიმე წონის ჩემპიონ ჯონ ჯონსსა და სატიტულო ბრძოლის მთავარ კანდიდატ ტომ ასპინალს შორის ბრძოლა, რომელიც მაყურებლების გარდა UFC-ის პრეზიდენტის დანა უაითის ინტერესის სფეროშიცაა, დიდი ალბათობით 2025 წელს უნდა შედგეს.

ორგანიზაციის კომენტატორისა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოდკასტერის, ჯო როგანის ინფორმაციით ჯონსი აღნიშნულ ბრძოლაზე თანხმობის სანაცვლოდ გარანტირებულ თანხად 30 მილიონ დოლარს ითხოვს.

კომპენსაცია ცხადია კომპანიის ისტორიაში სარეკორდო იქნება ვინაიდან, უაითს არცერთი მებრძოლისთვის, არასდროს 30 მილიონი არ გადაუხდია.

ამ ეტაპზე შეხვედრის თარიღი ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ ბრძოლა არაუგვიანეს მეორე ან მესამე კვარტალში ჩატარდება, ხოლო ადგიმდებარეობად ლას-ვეგასი და ერ-რიადი განიხილება.

სხვადასხვა მედიის ცნობით, გამარჯვების შემთხვევაში ჯონსის მომდევნო მეტოქე ქვემძიმე წონის ჩემპიონი ალექს პერეირა იქნება, ხოლო მარცხის შემთხვევაში კარიერის დასრულებას განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები