2020 წლის პირველ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა 127.2 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4.5%-ით მეტია.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 10.7%-ით გაიზარდა და 122.3 ლარს გაუტოლდა.
ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების განაწილება ხარჯების კატეგორიების მიხედვით, ასეთია:
• საყიდლები - 49.0 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 47.2 ლარი;
• ტრანსპორტი - 23.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 23.0 ლარი;
• საკვები და სასმელი - 22.8 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 21.9 ლარი;
• განთავსება - 3.9 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 3.8 ლარი;
• გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები - 2.1 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 2.0 ლარი;
• სხვა - 25.4 მლნ ლარი, საშუალო ხარჯი ვიზიტზე - 24.5 ლარი.
შეგახსენებთ, რომ იანვარ-მარტში 15 წლის და უფროსი 887.2 ათასმა რეზიდენტმა ვიზიტორმა 1.0 მლნ ადგილობრივი ვიზიტი განახორციელა. აღნიშნულ პერიოდში, 2019 წლის პირველი კვარტალის შესაბამის მონაცემებთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 3.4%-ით, ხოლო განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 5.4%-ით ნაკლებია (2019 წლის იანვარ-მარტში 918.4 ათასი ვიზიტორმა 1.1 მლნ ვიზიტი შეასრულა).