მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა თანხას იხდის მოსახლეობა ჯანმრთელობის დაზღვევაში

6246e1db6a3cf
BM.GE
02.04.22 10:00
1129

2021 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ კერძო სამედიცინო დაზღვევის პრემიებში სულ 267.5 მილიონი ლარი გადაიხადეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 38 მილიონი ლარით, ანუ 14%-ით მეტი იყო. 

დაზღვევის ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახურის სტატისტიკის თანახმად, 2021 წლის მდგომარეობით, ქვეყანაში კერძო სამედიცინო დაზღვევის პაკეტით სულ 637,953 ადამიანი სარგებლობს, რაც საქართველოს მოსახლეობის 17%-ია. წინა წელთან შედარებით დაზღვეულების რაოდენობა 17,500 ადამიანით არის გაზრდილი.

გადახდილი პრემიების მიხედვით, 2021 წელს ერთმა დაზღვეულმა საშუალოდ 479 ლარი გადაიხადა, რაც თვეში 39.9 ლარის სადაზღვეო პრემიას ნიშნავს. 

ჯანმრთელობის დაზღვევის ბაზარზე მოზიდული პრემიების მიხედვით კომპანიების შედეგები ასე ნაწილდება:

1) "ჯიპიაი ჰოლდინგი" - მოზიდული პრემია 84.7 მლნ ლარი, ბაზრის 28%;
2) "იმედი L" - მოზიდული პრემია 62.1 მლნ ლარი, ბაზრის 20%;
3) "არდი" - მოზიდული პრემია 47.2 მლნ ლარი, ბაზრის 16%;
4) "ირაო" - მოზიდული პრემია 24 მლნ ლარი, ბაზრის 8%;
5) "პსპ დაზღვევა" - მოზიდული პრემია 19.1 მლნ ლარი, ბაზრის 6%;

სხვა მოთამაშეები - მოზიდული პრემია 68.4 მლნ ლარი, ბაზრის 22%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები