მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა გაკეთდეს ლიფტების სისტემური პრობლემის მოგვარებისთვის - „სი ეი ინთერნეიშენალის“ ხედვა

63c2db3f03627
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.23 20:41
1602
ლიფტების ინსპექტირების კომპანია "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით, თბილისში დაახლოებით 13 000 ლიფტიდან მინიმალური რაოდენობის ინსპექტირება ხდება და მათი სრული რაოდენობა ახალაშენებული ბინების ლიფტებზე მოდის. სანდრო შელიამ „ტვ პირველის“ ეთერში საუბრისას ვაზისუბანში დღეს მომხდარ უბედურ შემთხვევაზე ისაუბრა, რა დროსაც ლიფტის შახტაში ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

მისი შეფასებით ლიფტების გაუმართაობა სისტემური პრობლემაა და მის მოსაგვარებლად სისტემური მიდგომებია საჭირო. იმის გამო, რომ საფრთხის შემცველი ლიფტების პერიოდული მოდერნიზება და ინსპექტირება მისი ღირებულებიდან გამომდინარე არ ხდება, უბედური შემთხვევების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. "სი ეი ინთერნეიშენალის" გენერალური დირექტორის თქმის, კომპანიამ პრობლემის გადაჭრისთვის კონკრეტული გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც უპირველეს ყოვლისა თბილისში არსებული ლიფტების შესწავლას და საფრთხისშემცველი ობიექტების იდენტიფიცირებას გულისხმობს.

„ერთი ლიფტის მოდერნიზაცია შეიძლება 5 000-დან 20 000 ლარამდე ღირდეს, გააჩნია რა მდგომარეობაშია ლიფტი. სანამ ლიფტების მოდერნიზებას მასიურად დავიწყებთ პირველ რიგში დიაგნოსტიკა უნდა ჩატარდეს, რადგან ჩვენ არ ვიცით სრული პრობლემის მასშტაბი და ამ ობიექტების აღრიცხვიანობაც არ არსებობს. ჩვენ შემუშავებული და მერიაში წარდგენილი გვქონდა ამის გეგმა. დაახლოებით 1,5 მლნ ჯდება თბილისში ლიფტების სრულად დიაგნოსტირება, რათა ზუსტად ვიცოდეთ პირველ რიგში - რომელი ლიფტებია იმდენად საშიში, რომ მათი ფუნქციონირება დღესვე შევწყვიტოთ და მეორე დიაგნოსტირების შედეგად გეგმის შემუშავება და ამ პრობლემის კომპლექსურად მოგვარებაა. ამ შემთხვევაში ხარჯიც უფრო დაბალია და ლიფტების მოდერნიზება ხელმისაწვდომი ხდება. დარწმუნებული ვარ იმ ბიუჯეტით, რაც თბილისის მერიას აქვს ამ პრობლემის აღმოფხვრა სრულად შესაძლებელია“, - ამბობს სანდრო შელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები