მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა უნდა იცოდეს მან, ვინც სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული? - მთავრობის მოთხოვნები

5ed0fb9934c89
ინგა მურუსიძე
29.05.20 16:50
1035
დასაქმებულებმა, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყონ მუშაობა ამგვარი მეთოდის გამოყენებით; შესაძლებლობის ფარგლებში დააწესონ შეზღუდვები სამუშაო დროზე; მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესონ სანიტარული შესვენებები, - ამის შესახებ ნათქვამია რეკომენდაციებში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დაამტკიცა.

რეკომენდაციების თანახმად, გარდა ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა, რაც ითვალისწინებს მუდმივ დასუფთავებას, დეზინფექციის გაკეთებას და ა.შ, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის:

20 და მეტი დასაქმებულის შემთვევაში, სამუშაოს დაწყების წინ უნდა გააკონტროლოს დასაქმებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით;

შეიმუშაოს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა;

დასაქმებულები, რომელთაც შეუძლიათ სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მაქსიმალურად უზრუნველყოს მუშაობის ამგვარი მეთოდის გამოყენებით;

შესაძლებლობის ფარგლებში დააწესოს შეზღუდვები სამუშაო დროზე;

მუშაობის მიმდინარეობისას სამუშაო დროის განმავლობაში დააწესოს სანიტარული შესვენებები;

უზრუნველყოს მობილური/ქალაქის ტელეფონის პერიოდული დამუშავება შესაბამისი წესით;

უზრუნველყოს გამოყენებული ტანსაცმლის დატოვება სამუშაო სივრცეში და არ დაუშვას დასაქმებულთა მიერ მათი სახლში წაღება;

ამასთან, დასაქმებულთა ვალდებულებებია: ხელის ჰიგიენის რეგულარულად და საფუძვლიანად შესრულება წარმოადგენს უმეტესი ვირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებას. შესაბამისად, აუცილებელია სამუშაო ადგილზე განახორციელოთ შემდეგი ღონისძიებები: თქვენს სამუშაო ადგილზე დაიცავით ჰიგიენის წესები; სამუშაო პროცესი განახორციელეთ საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო გეგმის შესაბამისად; საფუძვლიანად დაიბანეთ ხელები წყლითა და საპნით, ხოლო დაბანის შემდგომ კარგად გაიმშრალეთ. იმ შემთხევაში თუ ობიექტზე ხელის დაბანა შეუძლებელია, გამოიყენეთ სპირტის შემცველი ან/და ანალოგიური თვისებების მოქნე ხელის საწმენდი სადეზინფექციო საშუალებები; მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს; მოერიდეთ სხვა დასაქმებულებთან/მესამე პირებთან შეხებას; მოერიდეთ თავშეყრას (რეკომენდირებულია ერთ სამუშაო პლატფორმაზე არაუმეტეს 10 ადამიანის მუშაობა უსაფრთხო დისტანციის დაცვით - არანაკლებ 2მ);

ყველა ადამიანისთვის აუცილებელი რეკომენდაცია ამ სფეროშიც არის სოციალური დისტანციის დაცვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები