საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა 53.2 მილიარდ ლარს აღწევს, აქედან 31.8 მილიარდი ლარის სესხები გაცემულია ბიზნეს სეგმენტზე, მათ 17.6 მილიარდი კორპორატიული სესხებია, 8.8 მილიარდი ლარი მცირე და საშუალო სეგმენტზე, 7.3 მილიარდი კი მიკრო ბიზნეს სესხებზე. ბიზნეს სექტორში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული კრედიტების წილი 2%-ს, ანუ 652 მილიონ ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის სტატისტიკაში კერძო სექტორში აღრიცხულია 27 სხვადასხვა დარგი, რომელთა შორის საკრედიტო პორტფელის ზომით პირველ ადგილზეა სოფლის მეურნეობა 3 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით. ამ სექტორში ვადაგადაცილების წილი 3%-ია. მეორე პოზიციას 2.91 მილიარდი ლარის საკრედიტო პორტფელით სასტუმროები და ტურიზმი იკავებს, სადაც ვადაგადაცილების წილი 2.3%-ია, ხოლო პორტფელის ზომით მესამე პოზიციაზეა სერვისების სექტორი 2.8 მილიარდი ლარით, სადაც ვადაგადაცილება 1.8%-ია.
სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რამდენიმე სექტორში, მათ შორის ბანკთაშორის სექტორში, სახელმწიფო სექტორსა და ტელეკომუნიკაციების სექტორში 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხები 0%-ია.
საქართველოს ბანკების საკრედიტო პორტფელი ბიზნეს სექტორების მიხედვით და ამ სექტორებში ვადაგადაცილების წილი:
- სოფლის მეურნეობის სექტორი - 3,073,829,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.0%
- სასტუმროები და ტურიზმი - 2,912,356,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.3%
- სერვისი - 2,787,240,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.8%
- უძრავი ქონების დეველოპმენტი - 2,693,749,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.7%
- უძრავი ქონების მენეჯმენტი - 2,683,283,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.1%
- ენერგეტიკა - 2,117,887,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.2%
- ვაჭრობა (სხვა) - 1,953,532,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.3%
- სამშენებლო მასალების მოპოვება, წარმოება და ვაჭრობა - 1,918,354,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.6%
- სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობა - 1,729,861,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.7%
- სამომხმარებლო საქონლის წარმოება - 1,572,704,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.0%
- ჯანდაცვა - 1,141,816,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.6%
- მძიმე მრეწველობა - 913,402,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.4%
- სამშენებლო კომპანიები (არა დეველოპერები) - 869,715,000 ლარი, ვადაგადაცილება 4.1%
- წარმოება (სხვა) - 778,807,000 ლარი, ვადაგადაცილება 1.4%
- რესტორნები, ბარები, კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები - 739,347,000 ლარი, ვადაგადაცილება 4.4%
- მათ შორის: ექსპორტიორები - 692,625,000 ლარი, ვადაგადაცილება 2.2%
- საფინანსო ინსტიტუტები - 602,003,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.3%
- ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და ტექსტილის წარმოება და ვაჭრობა - 561,687,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.6%
- ხანგრძლივი მოხმარების სამომხმარებლო საქონლის წარმოება და ვაჭრობა - 542,367,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.9%
- ბენზინგასამართი სადგურები და ბენზინის იმპორტიორები - 372,731,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.1%
- ტელეკომუნიკაცია - 232,910,000 ლარი, ვადაგადაცილება 0%
- საბითუმო ლომბარდი - 227,250,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.0%
- სხვა - 212,769,000 ლარი, ვადაგადაცილება 3.6%
- ავტომობილების დილერები - 208,850,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.3%
- ფარმაცევტიკა - 133,103,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.1%
- სახელმწიფო ორგანიზაციები - 65,930,000 ლარი, ვადაგადაცილება 0.3%
- ბანკთაშორისი ფინანსური ინსტრუმენტები - 44,315,000 - ლარი, ვადაგადაცილება - 0.0%