მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაც მეტ ხანს იქნება კურსის სტაბილურობა, მით მეტი აირჩევს დაზოგვისთვის ლარს - გაჩეჩილაძე

6156e5c6ed6d6
შოთა ტყეშელაშვილი
01.10.21 14:40
747
“საქართველოს ბანკის” გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ლარის გაცვლით კურსთან დაკავშირებით კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ რაც უფრო მეტ ხანს იქნება ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილური, მით მეტი მიანიჭებს ეროვნულ ვალუტაში დაზოგვას უპირატესობას. ამასთან, გაჩეჩილაძე დასძენს, რომ ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის შემთხვევაში, დეპოზიტარებს ბევრად უფრო მაღალი საპროცენტო სარგებლის მიღება შეუძლიათ.

“ლარის კურსზე აქცენტი რთულია ხოლმე, ერთადერთი რასაც ვიტყვი, ის არის, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში აშკარა იყო, რომ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით ლარი იყო ზედმეტად გაუფასურებული და დროში გამოჩნდა, რომ სიმყარე შეიძინა. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს სტაბილურობა ჩვენი ვალუტის, მით უფრო მეტი ადამიანი აირჩევს ლარს, როგორც თავის შესანახ ვალუტას, რაც მგონია, მთელი ეკონომიკის სიმყარისთვის არის ძალიან კარგი. დღეს როგორი განსხვავებაც არის დოლარსა და ლარს შორის, 90-იან წლებში უნდა წავიდეთ, რომ ეგეთი განსხვავება ვნახოთ; ამდენად, მგონია ჩვენი დეპოზიტარები უფრო მოგებულები იქნებიან ლარის დეპოზიტის შენახვის შემთხვევაში რაც არ იყო ასე რამდენიმე წლის განმავლობაში. მე მგონი, პატარა რყევები იქნება, მაგრამ აშკარაა, რომ განსხვავება საპროცენტო განაკვეთებს შორის ძალიან მიმზიდველი შეიძლება იყოს დეპოზიტარებისთვის", - განმარტავს არჩილ გაჩეჩილაძე,

2021 წლის გაზაფხულიდან ეროვნული ვალუტა გაცვლითი კურსის სტაბილურობას ინარჩუნებს. ამ პერიოდში სებ-მა მხოლოდ ორი ინტერვენცია განახორციელა და აგვისტოში - 30 მილიონი დოლარი, სექტემბერში კი 60 მილიონი დოლარი გაყიდა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები