მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსია" - კობახიძე 3-საათიან გაფიცვაზე

კობახიძე

ირაკლი კობახიძე დამსაქმებლებისა და დასაქმებულების 3-საათიან გაფიცვას ოპოზიციის პერფორმანსს უწოდებს. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამას არავითარი ფასი არ აქვს.

"ეს არის რადიკალური ოპოზიციის მორიგი უსუსური პერფორმანსი, რასაც არავითარი ფასი არ აქვს.

რეალურად, ყველამ იცის, რომ მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს შედის ქართველი ხალხის ინტერესებში. 2024 წლის 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გამოვიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი ნება. ყველაფერი დანარჩენი არის რადიკალური ოპოზიციის აბსოლუტურად უსუსური მცდელობები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 15 იანვარს, 15:00 საათიდან, დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს, რომელიც 3 საათს გაგრძელდა. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანი საზოგადოებისთვის იმის ჩვენებაა, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. გაფიცვას, როგორც 28 ნოემბრის შემდეგ მიმდინარე აქციებს ორი მთავარი მოთხოვნა აქვს - ახალი არჩევნები და უკანონოდ დაკავებული პირების განთავისუფლება.

გაფიცვას და მოთხოვნებს სრულად შეუერთდა და სამუშაო პროცესი შეაჩერა 400-მდე კომპანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები