მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიო მაუწყებლების შემოსავალი II კვარტალში გაიზარდა

რადიო

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2023 წლის მეორე კვარტალში, სატელევიზიო და რადიო მაუწყებლების ჯამურმა კომერციულმა სარეკლამო შემოსავალმა 23.3 მლნ ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

რადიომაუწყებლების შემთხვევაში მეორე კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავალი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და 1.9 მილიონი ლარი შეადგინა.

სარეკლამო შემოსავლები რადიო მაუწყებლების მიხედვით ასე განაწილდა:

რადიო ჰოლდინგი ფორტუნა - 1.1 მლნ ლარი

რადიო იმედი - 151 ათასი ლარი

რადიო პალიტრა - 96.2 ათასი ლარი

რადიო ჯორჯიან თაიმსი - 82.2 ათასი ლარი

ქართული რადიო - 77.3 ათასი ლარი

სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები