მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რადიო თავისუფლება: უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ახალი ანგარიში - რას იტყვის ევროკავშირი?

ევროკავშირი საქართველო
BM. GE
07.12.24 04:37
6560

ბრიუსელში, რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერება კვლავ განიხილება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯების საპასუხოდ".

16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები.

რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი - ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ.

ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები - მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი.

რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ.

რა წერია შეჩერების მექანიზმის ანგარიშში?

ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება.

პირველივე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს.

2024 წელს საქართველოს, ანგარიშის თანახმად, „საქართველომ არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“, - წერია ანგარიშში.

ავტორების განმარტებით, „საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, სავიზო პოლიტიკის აცდენა არ წარმოადგენს რისკს ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

თუმცა, კომისია, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ „სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ევროკავშირის მეზობელი ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირის წევრობის მიზნებისთვის. შესაბამისად, კომისია ელის საქართველოდან პროგრესს სავიზო პოლიტიკის გათანაბრებაში“.

რადიო თავისუფლების ექსკლუზივს სრულად გაეცანით ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები