2026 წლის II კვარტალში რადიომაუწყებლებმა რეკლამიდან 1.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს. კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, ეს რიცხვი 2025 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 7.9%-ით შემცირდა.
რადიომაუწყებლების მიერ რეკლამიდან მიღებული შემოსავლიდან 86.8%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ დააგენერირა, 12.6% - სპონსორობამ, 0.6% კი - განცხადებებმა.
აღსანიშნია, რომ რადიომაუწყებლებს რეკლამიდან შემოსავლები პირველ კვარტალშიც შეუმცირდათ. კლება 15% იყო და შემოსავალმა იანვარ-მარტში 1.4 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 90.2%-იანი წილი პირდაპირ რეკლამაზე, 9.1% - სპონსორობაზე, 0.6% კი - განცხადებებზე მოდიოდა.
წლის პირველ ნახევარში რადიომაუწყებლებმა რეკლამიდან ჯამში 3.2 მლნ ლარის შემოსავალი მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.




























