მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაღაცა დაჯგუფებამ პარლამენტში რიტუალი ჩაატარა. არ მგონია, რომ ვინმე აირჩიეს - მარგველაშვილი

მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი არ მიიჩნევს, რომ დღეს ვინმე აირჩიეს. მან ამის შესახებ "ტვ პირველის" ეთერში, "ქართული ოცნების" მიერ მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შესახებ განაცხადა.

მისი თქმით, ამ არალეგიტიმური პროცესის შედეგად არაფერი იცვლება.

"მე არ მგონია, რომ საქართველოში დღეს რამე მოხდა, ანუ ვინმე აირჩეს. რაღაცა დაჯგუფებამ, ანუ "ქართულმა ოცნებამ", ჩაატარა პარლამენტში რაღაც რიტუალი და ადამიანს დაარქვა რაღაც სახელი, რომ ეს არის მათთვის პრეზიდენტი. ამ არალეგიტიმური პროცესის შედეგად საქართველოს არც სახელმწიფოებრიობის, არც სახელისუფლებო კონტექსტში საერთოდ არაფერი მომხდარა. მე არ მგონია, რომ ვინმე აირჩიეს დღეს, ასეთი შთაბეჭდილება არ მრჩება",- თქვა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც მოქალაქეებთან ერთად, საპროტესტო აქციაზე იმყოფება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები