მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რაღაცა კვაზი ორგანოები საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენენ - მდინარაძე EU-ის ტექნიკურ მისიაზე

ქართული ოცნება

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის თანახმადაც ბლოკი საქართველოში ტექნიკურ საგამოძიებო მისიას გამოგზავნის, 26 ოქტომბრის არჩევნების გამოძიებისთვის.

კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა ხელისუფლება საერთაშორისო ტექნიკურ მისიასთან, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოში გამოძიებას ადგილობრივი უწყებები ჩაატარებენ და არა "კვაზი ორგანოები".

"საქართველოში გამოძიებას აწარმოებენ ქართული სამართალდამცავი ორგანოები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც, სხვათა შორის, იძიებს ჩვენს განცხადებას ხმების მოპარვასთან დაკავშირებით - საქართველოს პროკურატურა და ა.შ. და რაღაცა კვაზი ორგანოები, რომლებიც შეიძლება შეიქმნას და, დავამატებ, უპრეცედენტო რაოდენობის ორგანოებია შექმნილი სპეციალურად, ბუნებრივია, საგამოძიებო ფუნქციას ვერ შეიძენს. ეს ევროკავშირის საკანონმდებლო ჩარჩოდან, საქართველოს სუვერენიტეტიდან, საკანონმდებლო ჩარჩოდან გასული, ახალი, მოგონილი მისიაა. თუ ვინმე, მათ შორის თუნდაც ბორელი ამბობს, რომ მან რაღაც უნდა გამოიძიოს, ეს არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ, ასეთ რეგულირებას არანაირი დოკუმენტი ევროკავშირის თუ მსოფლიოს ფარგლებში, არ ითვალისწინებს.

ეს იგივეა, რომ ვთქვათ "აქ ზიხართ 5 ადამიანი, ჭკვიანი ადამიანები ხართ, მოდი გამოიძიეთ" - ხომ არ შეიძლება, ასე ვილაპარაკოთ? დაახლოებით იგივე იქნება, თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ, რომ რაღაც საგამოძიებო ჯგუფი უნდა შეიქმნას. მისიამ რაღაც როგორ უნდა გამოიძიოს, რა სამართლებრივი საფუძველი აქვს ამას?" - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და ევროკომისიის „ტექნიკური მისია“ ჩამოვა. ბლოკის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს შესახებ გუშინ, 18 ნოემბერს იმსჯელეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები