მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რაიმე ტიპის რეაგირებაზე ლაპარაკი ზედმეტია“ - დავითაშვილი ბიზნესების დახმარებაზე

დავით

"ქართული ოცნების" მთავრობის ვიცე-პრემიერის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მიმდინარე პერიოდში დაზარალებულ ბიზნესებს სექტორზე გავლენა არ მოუხდენია, შესაბამისად ისინი დაზარალებულების დახმარებას არ გეგმავენ. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

საქმე ისაა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობის ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა გასული წლის ბოლოს, პრემიერთან, ირაკლი კობახიძესთან ბიზნესის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს, ბევრი ბიზნესი, რთულ სიტუაციაშია. იმ დროს „ოცნების“ მთავრობის ვიცე-პრემიერი ამბობდა, რომ ეკონომიკის სამინისტროში მსჯელობენ, როგორ დაეხმარონ იმ ბიზნესებს, ვინც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების დროს დაზარალდა.

BMG-ის კითხვაზე - ეკონომიკის რომელი დარგის წარმომადგენლებს როდის შეხვდა, ლევან დავითაშვილი პასუხს არ აკონკრეტებს. კითხვაზე კი რომელი სექტორის დახმარება იგეგმება დავითაშვილმა ასე პასუხობს: „რა იქნებოდა ზემოქმედება - ამის შესწავლა იყო ჩემი მესიჯი. ამასთან, მე აღვნიშნე, რომ ეს ყველაფერი წლის ჭრილში უნდა გავაანალიზოთ და არა რამდენიმე დღის ჭრილში, როდესაც რიტეილის და სტუმარმასპინძლობის რამდენიმე ობიექტი შეიძლება გარკვეულწილად დაზიანდნენ. გარკვეული ობიექტები შეიძლება დაზიანდნენ, მაგრამ სექტორულად ჩვენ ამ ზემოქმედებას არ ვხედავთ. ამიტომ, ძირითად შემთხვევაში რაიმე ტიპის რეაგირებაზე ლაპარაკი ზედმეტია“, - ამბობს ლევან დავითშვილი

ჟურნალისტის კითხვაზე - ბიზნესები რაიმე დახმარებას არ საჭიროებს? - მან უპასუხა: "არა, ჩვენ ამ შემთხვევაში ვერ ჩავერევით, ეს იქნება არასწორი და არასამართლიანი სიგნალი".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები